ტრაპიზონის ოპერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრაპიზონის აღება რუსეთის ჯარის მიერ, 1916 წლის ილუსტრაცია

ტრაპიზონის ოპერაცია — სამხედრო ოპერაცია პირველი მსოფლიო ომის დროს, კავკასიის ფრონტზე ქალაქ ტრაპიზონის ასაღებად. ოპერაცია მიმდინარეობდა 1916 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წელს რუსეთის იმპერიის ფლოტმა დაბომბა ქალაქი ტრაპიზონი დაბომბვის შედეგად 1300 ადამიანი დაიღუპა.[1] 1916 წლის იანვარში რუსეთის კავკასიის არმიის ზღვისპირეთის რაზმმა დაიწყო შეტევა ოსმალეთის იმპერიის მე-3 არმიის წინააღმდეგ. შეტევას მხარს უჭერდა შავი ზღვის ფლოტის ბათუმის რაზმი (1 სახაზო ხომალდი, 2 საესკადრო ნაღმოსანი, 2 ნაღმოსანი, 2 საკანონერო ნავი), რომელიც მდინარე არქაბესუს მიადგა და სახომალდო არტილერიით ჩაახშო ოსმალური ბატარეები. 6 თებერვალს ზღვისპირეთის რაზმმა (15 000 კაცი) არქაბესუს ნაპირიდან ტრაპიზონს შეუტია. 1916 წლის 4 მარტს რუსეთის არმიამ დაიკავა პაზარი. ორ დღეში ისინი აკონტროლებდნენ ლაზისტანის სანჯაყს და ტრაპიზონიდან 50 კმ-ში იდგნენ. რუსეთის არმიას, პარტიზანული წინააღმდეგობის გამო, კიდევ 40 დღე დასჭირდა ტრაპიზონის ასაღებად.[2]საზღვაო დესანტის მხარდაჭერით რუსეთის არმიამ ხელთ იგდო რიზე, ოფომი, ხუმურგიანი და 14 აპრილს მიადგა მდინარე ყარადერესთან ოსმალთა გამაგრებულ პოზიციას. 7-8 აპრილს ზღვისპირეთის რაზმის გასაძლიერებლად რიზესა და ხუმურგიანში ნოვოროსიისკიდან ზღვით გადასხეს პლასტუნთა ორი ბრიგადა. ბათუმის რაზმი გააძლიერეს 2 ხომალდით და 1 საესკადრო ნაღმოსნით. ტრაპიზონის ადმინისტრაციამ დაინახა მოსალოდნელი საფრთხე და მმართველობა გადასცა ბერძენ მიტროპოლიტ ქრისზანთოსს, რომელმაც დადო პირობა მუსლიმი მოსახლობის დაცვისა. ოსმალურმა არმიამ ქალაქი დატოვა და 15 აპრილს რუსეთის შეარაღებული ძალები ნიკოლოზ უმცროსისა და ნიკოლაი იუდენიჩის ხელმძღვანელობით უბრძოლველად შევიდნენ ქალაქში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Daniel Maldonado in 'Historic Cities of the Islamic World', 2007, p. 525, C. Edmund Bosworth (ed)
  2. The Sphere, April 29, 1916