ტორე აგბარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტორე აგბარი, ბარსელონა
დეტალი

ტორე აგბარი (კატალ. ან ესპ., Aguas de Barcelona, წყლის კომპანია), ან აგბარის კოშკი, XXI საუკუნის ცათამბჯენი ბარსელონაში, კატალონია (კოორდ. 41°24′12″N, 02°11′22″E). პროექტი ეკუთვნის ფრანგ არქიტექტორ ჟან ნუველს. გაიხსნა 2005 წლის ივნისში, ხოლო ოფიციალური ინაუგურაცია მოხდა 2005 წლის 16 სექტემბერს.

ჟან ნუველის თქმით, ტორე აბგარის ფორმა მონსერას მთებისა და გეიზერის წყლის ჭავლის შთაგონებით შეიქმნა. თუმცა ბევრი მას უფრო უზარმაზარ ფალოსს ამგვანებს.[1] შენობას 30 000 მ² მიწის ზემო საოფისე ფართი აქვს, 3210 მ² ტექნიკური მომსახურების სართულებზე და 8351 მ² სერვისებისთვის, აუდიტორიის ჩათვლით. სიმაღლით 144.4 მეტრია და 38 სართული აქვს, მათ შორის 4 მიწისქვეშა დონე.

შენობის დიზაინი რამდენიმე განსხვავებული არქიტექტურული კონცეფციის შერწყმით შეიქმნა, რის შედეგადაც მიღებულ იქნა არმირებული ბეტონისა და მინის ფასადის თვალისმომჭრელი კონსტრუქცია 4500 ფანჯრით.

შენობა ქალაქში მყისვე თვალში საცემია; ის სიმაღლით მესამეა ბარსელონაში ჰოტელ არტსისა და ტორე მაპფრეს შემდეგ (ორივე 154 მ). შენობის უნიკალური თვისება გარდამავალი განათებისა და არკევლის სისტემაა. მას 4500 მისანათი მოწყობილობა აქვს, რაც ფასადზე სხვადასხვა გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა. ამასთან, ტემპერატურის სენსორები გარე კედლებზე ავტომატურად არეგულირებს შენობის მინის დარაბების გახსნასა და დახურვას, ჰაერის კონდიცირებისთვის მოხმარებული ენერგიის დაზოგვის მიზნით. შენობაში განთავსებულია ბარსელონას წყლის კომპანიის სათავო ოფისი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. elpais.es

რესურსები[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: