ტკაცუნა ხოჭოები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტკაცუნა ხოჭოები
Schnellkaefer beim Abflug.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ხეშეშფრთიანები
ლათინური სახელი
Elateridae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ტკაცუნა ხოჭოები, მავთულა ხოჭოები (ლათ. Elateridae) — ხოჭოების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 2-50, უფრო ხშირად 7-20 მმ-ს აღწევს. წინა მკერდზე აქვთ გამონაზარდი, რომლის მეშვეობითაც ზურგზე დაცემული ხოჭო ტკაცუნით გადმობრუნდება ხოლმე. ოჯახში 10 000-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში უმთავრესი მავნებლებია: ველის — მუქი, ყირიმული ზოლებიანი; ნათესის — მიხაკისფერი და სხვ. ტკაცუნა ხოჭოები, რომლებიც აზიანებენ პურეულ მარცვლოვნებს, თამბაქოს, შაქრის ჭარხალს, მზესუმზირას, ვაზს, ბამბას, საკვებ ბალახებსა და სხვა კულტურებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]