მღრინავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტიბუარა)
მღრინავი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Charadrius morinellus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 106003147
გავრცელება

  მხოლოდ ბუდობა
  მიგრაციის მარშრუტები
  მიგრაციის რაიონები

მღრინავი,[1][2] ტიბუარა[2] (ლათ. Charadrius morinellus) — ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 25 სმ. შეფერილია ჭრელად — შავად, წითურად და თეთრად; მობუდარს აქვს გრძელი წარბი, შავი მუცელი და მკერდის თეთრი განივი ზოლი, რომლის ზემოდანაც შავი ზოლი გასდევს, არამობუდარის და წლევანდულას ფერები ნაკლებადაა გამოხატული.[2] გავრცელებულია ევროპისა და აზიის ქვიან ტუნდრაში, აგრეთვე ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის, ურალისა და ციმბირის მთის ტუნდრაში; საქართველოში გადაფრენისას გვხვდება.[2] გადამფრენი ფრინველია. ზამთრობს აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ბუდობს მიწაზე. დებს ჩვეულებრივ 3 კვერცხს, იშვიათად 2 ან 4-ს. ინკუბაცია 22–25 დღე-ღამე გრძელდება, კრუხობს მხოლოდ მამალი და ბარტყებიც მას დაჰყავს. იკვებება მწერებითა და სხვა უხერხემლოებით, აგრეთვე კეწერას კენკრით.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 89, 142, 214.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 146, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  3. Хрустан // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 28 — М., 1978.