კეწერა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეწერა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: კეწერასებრნი
გვარი: კეწერა
ლათინური სახელი
Empetrum
დაცვის სტატუსი

კეწერა (Empetrum), მცენარეთა გვარი კეწერასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე (ფოთოლს ინარჩუნებს 3-5 წელს) ქონდარა, გართხმული ბუჩქებია. შეიცავს 16-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სამხრეთ ანდებში, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულებსა და ანტარქტიკაში. იზრდება ბარისა და მთის ტუნდრაში (გოლცებზე), ტყე-ტუნდრაში, სფაგნუმიან ჭაობებში, წიწვოვან ტყეებში, ალპურ სარტყელში და სხვა. სინათლის მოყვარული და მიკოტროფული მცენარეებია. უფრო მეტად ცნობილია შავი კეწერა (Empetrum nigrum). საქართველოში და მთელ კავკასიაში იზრდება კავკასიური კეწერა (Empetrum caucasicum). აქვს წვრილი დაკლაკნილი ტოტები და წვეროსკენ შევიწროვებული ჯირკვლოვან-ბუსუსიანი მოყვითალო-მწვანე ფოთლები. იზრდება მეტწილად ალპურ ხალებზე, სუბნივალური სარტყლის ღორღიან ადგილებში, კლდეებზე და სხვა. კეწერას ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს, იჭმება. სამკურნალო და დეკორატიული მცენარეებია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სახოკია მ., ქსე, ტ. 5, გვ. 480
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე