ტიბერიადის ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიბერიადის ტბა
ტიბერიადის ტბა
ტიბერიადის ტბა
კოორდინატები: 32°48′ ჩ. გ. 35°36′ ა. გ. / 32.800° ჩ. გ. 35.600° ა. გ. / 32.800; 35.600
მდებარეობა ისრაელის დროშა ისრაელი
სიმაღლე ზღვის დონიდან –212 
სიგრძე 21 კმ
სიგანე 13 კმ
ფართობი 161-169 კმ²
მოცულობა 3,6-4,3 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 55-60 კმ
მაქსიმალური სიღრმე 43 
საშუალო სიღრმე 25,6 
აუზის ფართობი 2730 კმ²
ჩამდინარე მდინარეები იორდანე, ამუდი
გამომდინარე მდინარე იორდანე

ტიბერიადის ტბა მდებარეობა ისრაელი

Blue pog.svg

ტიბერიადის ტბა, გენესარეთის ტბა, ბაჰრ-ტაბარია (ებრ. ים כנרת) — მტკნარწყლიანი ტბა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ისრაელში. მდებარეობს გჰორის ტექტონიკური ქვაბულის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 212 მეტრით დაბლა. ფართობი 161-169 კმ². მაქსიმალური სიღრმე 43 მ. დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაპირები კლდოვანია, ჩრდილოეთი და სამხრეთი — დამრეცი. დედამიწის ყველაზე დაბლა მდებარე მტკნარწყლიანი ტბაა. წყლის დონე წლის განმავლობაში ცვალებადია. დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი ტიბერია. ტიბერიადის ტბაში გაედინება მდინარე იორდანე. მდიდარია თევზით. მოქცეულია იორდანეს რიფტულ ხეობაში, სირია-აფრიკის რღვევის ჩრდილოეთ ნაწილში. ისევე როგორც მკვდარი ზღვა — ტიბერიადის ტბა ამ რღვევის შედეგია. აქვს მომრგვალებულ-წაგრძელებული რომბის ფორმა. სიგრძე 21 კმ, სიგანე 13 კმ. ტიბერიადის ტბა ეწოდა ქალაქ ტიბერიადის (თანამედროვე ტიბერია) სახელის მიხედვით.

მოხსენიებულია ძველ აღთქმაში როგორც „კინერეთის ზღვა“ ან „ქინერეთის ტბა“. სახარებაში მრავალჯერ მოიხსენიება როგორც „გალილეის ზღვა“, „ტიბერიადის ზღვა“ და „გენესარეთის ტბა“, უბრალოდ „ზღვა“ ან „ტბა“. ახალ აღთქმაში გენესარეთის ტბა უკავშირდება იესო ქრისტეს საქმიანობასთან დაკავშირებულ მრავალ ნაამბობს. იესო ქრისტემ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა ტბის სიახლოვეს. სწორედ გენესარეთის ტბაზე თევზაობდნენ მოციქულები წმინდა პეტრე და ანდრია მოციქული, როდესაც იყვნენ მოწოდებულნი იესო ქრისტეს მიერ მოციქულთა საქმეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]