ტერი გუდკაინდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერი გუდკაინდი
დაბ. თარიღი 1948
დაბ. ადგილი ომაჰა, ნებრასკა, აშშ
საქმიანობა მწერალი
ეროვნება აშშ
პერიოდი 1994 — დღემდე
ჟანრი ფენტეზი
მიმდინარეობა მწერალი-რომანისტი
დებიუტი 1994 წელი — „ჯადოქრის პირველი წესი“

ტერი გუდკაინდის ოფიციალური საიტი ოფიციალური საიტი

ტერი გუდკაინდი (ინგლ. Terry Goodkind; დაიბადა 1948 წელს) — თანამედროვე ამერიკელი მწერალი. ავტორი ციკლისა „ჭეშმარიტების მახვილი“, რომელში შემავალი წიგნებიც გამოქვეყნებულია გამომცემლობა Tor Books-ის მიერ 10 მილიონიანი ტირაჟით, და რომლებიც მსოფლიოს 20 სხვადასხვა ენაზეა ნათარგმნი. ამ წიგნების მიხედვით 2008 წელს გადაიღეს სერიალი „ლეგენდა მაძიებელზე“.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

გუდკაინდი დაიბადა 1948 წელს და გაიზარდა ომაჰაში (ნებრასკას შტატი), სადაც მან დაამთავრა ხელოვნების სკოლა. კოლეჯის მიტოვების შემდეგ გუდკაინდი დურგლად მუშაობდა, აწარმოებდა ვიოლინოებს და რესტავრაციას უკეთებდა იშვიათ ნივთებს, ეკზოტიკურ არტეფაქტებსა და ანტიკვარიატებს. მწერლის კარიერის დაწყებამდე გუდკაინდი ცნობილი იყო თავისი ნახატებით, რომლებზეც ის ზღვასა და ველურ ბუნებას გამოსახავდა. 1983 წელს თავის ცოლთან, ჯერისთან, ერთად გაემგზავრა ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკის მთებში და იქ, ტყეში, ოკეანის მახლობლად, აიშენა სახლი, რომელშიც დღემდე ცხოვრობს. 1993 წელს მან დაიწყო თავისი პირველი რომანის, „ჯადოქრის პირველი წესის“, წერა. გუდკაინდების ოჯახს ასევე აქვს მეორე სახლი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, უდაბნოში, სადაც ამჟამად დიდ დროს ატარებენ.

კარიერა[რედაქტირება]

ტერი გუდკაინდი ავტოგრაფების სესიაზე „ჯადოქრის მეცხრე წესის“ გამოსვლასთან დაკავშირებით

1993 წელს დაიწყო თავისი პირველი რომანის, „ჯადოქრის პირველი წესის“, წერა. წიგნი წარმოუდგენელი წარმატებით გაიყიდა. პირველი პერსონაჟი, რომელიც გუდკაინდმა მოიგონა, იყო აღმსარებელი კალანი. 1994 წელს ამ ნაწარმოების პუბლიკაციიდან იწყება ტერი გუდკაინდის მწერლის კარიერა.

2010 წლის აპრილში გუდკაინდმა ხელი მოაწერა Tor Books-თან კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებდა სამი ახალი რომანის გამოშვებას[1]. პირველი წიგნი გახდა რომანი რიჩარდსა და კალანზე — „წინასწარმეტყველების მანქანა“. წიგნი გამოვიდა 2011 წლის 1 აპრილს ტერი გუდკაინდის ოფიციალურ საიტზე.[2] 2012 წლის ივლისში გამოვიდა მეორე წიგნი — „ლეგენდა მაგდა სირუსზე“, რომელმაც დაიწყო წიგნების ახალი სერია „ლეგენდა მაგდა სირუსზე“ და რომელიც ავტორმა გამოსცა დამოუკიდებლად, გამომცემლობების დაუხმარებლად. მარტში მწერლის ოფიციალურ ანგარიშზე Facebook სოციალური ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია „რიჩარდისა და კალანის“ სერიის მეორე წიგნის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით. 2013 წლის 20 აგვისტოს გამოვიდა „რიჩარდისა და კალანის“ სერიის მეორე წიგნი სახელწოდებით „მესამე სამეფო“, რომელიც „წინასწარმეტყველების მანქანის“ სიკველი გახდა.[3][4] 2014 წლის 5 აგვისტოს გამოვიდა წიგნი „დაშორებული სულები“, რომელიც გახდა უკანასკნელი „რიჩარდისა და კალანის“ სერიიდან.[5]

ნამუშევრები[რედაქტირება]

მწერალმა თავისი შემოქმედება მთლიანად მიუძღვნა თემას „ჭეშმარიტების მახვილი“ და ამ სამყაროს პერსონაჟებს.

სერია „პირველი აღმსარებელი“[რედაქტირება]

სერია „ჭეშმარიტების მახვილი“[რედაქტირება]

სერია „რიჩარდი და კალანი“[რედაქტირება]

სერია „თანამედროვე ფანტასტიკა“[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]