ტევტონთა ორდენის სახელმწიფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტევტონთა ორდენის სახელმწიფო 1410 წლისათვის

ტევტონთა ორდენის სახელმწიფო (გერმ. Staat des Deutschen Ordens) ეწოდება ტევტონთა ორდენის ტერიტორიას ბალტიისპირეთში 1230 წლიდან 1561 წლამდე. ძირითადად აერთიანებდა ძველი პრუსიის მიწებს (შემდგომი პერიოდის დასავლეთ და აღმოსავლეთ პრუსიას, 1561 წლამდე კი მოიცავდა ასევე ლივონიის ორდენს თანამედროვე ესტონეთისა და ლატვიის ტერიტორიაზე. ტევტონთა ორდენის სახელმწიფოს მიაკუთვნებენ ასევე საღვთო რომის იმპერიაში მდებარე ე. წ. ორდენის პროვინციებს, რომლებიც ტევტონთა სახელმწიფოს პირდაპირ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ.

მაშინ, როდესაც რაინდთა სხვა ორდენები უშედეგოდ ცდილობდნენ, ხანგრძლივად და მყარად მოეკიდებინათ ფეხი წმინდა მიწაზე, ტევტონთა ორდენმა განსხვავებული გზა არიჩია. ისინი თავდაპირველად ტამპლიერებისა და წმინდა იოანეს ორდენის ტრადიციებს მიჰყვებოდნენ, თუმცა მათი რეალური აღმავლობა მხოლოდ ჯვაროსნული სახელმწიფოების დაქვეითების შემდეგ დაიწყო. ტევტონთა ორდენმა თავისი მოქმედების ძირითადი არეალი წმინდა მიწიდან ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში გადაიტანა, რითაც მან მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი როლი ამ რეგიონის გაქრისტიანებასა და კოლონიზაციაში. ტევტონთა ორდენის მმართველობის ქვეშ შეიქმნა სახელმწიფოს მსგავსი პოლიტიკური გაერთიანება. ამ სახელმწიფოს კულტურული და ცივილური მიღწევები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ რეგიონში XX საუკუნემდე და ქმნიდნენ საფუძველს შემდგომი პერიოდის სახელმწიფოს პრუსიის წარმოქმნისათვის.

ტევტონთა ორდენის სახელმწიფო წარმოადგენდა არა თანამედროვე სახელმწიფოებრივ სტრუქტურას, არამედ უფრო მეტად ჰგავდა სამონასტრო ორგანიზაციას ფართო მასშტაბებით. ამას ემატებოდა პალესტინასა და სირიაში არსებული საჯარო აპარატისა და ადმინისტრაციული დაყოფის სფეროში სიცილიის სამეფოს გამოცდილებები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Hartmut Boockmann: Der Deutsche Orden. 12 Kapitel aus seiner Geschichte. Beck, München 1999 (1981), ISBN 3-406-38174-X.
  • Hartmut Boockmann: Deutsche Geschichte im Osten Europas. Ostpreußen und Westpreußen. Durchgesehene und auf den neuesten Stand gebrachte Sonderausgabe. Siedler, München 2002 (1992), ISBN 3-88680-772-X.
  • Christofer Hermann Burgen im Ordensland – Deutschordens- und Bischofsburgen in Ost- und Westpreußen Bergstadtverlag Wilhelm Gottlieb Korn, Würzburg 2006
  • Jürgen Sarnowsky: Der Deutsche Orden. Beck, München 2007, ISBN 978-3-406-53628-1.
  • Uwe Ziegler: Kreuz und Schwert. Die Geschichte des Deutschen Ordens. Böhlau, Köln u.a. 2003, ISBN 3-412-13402-3.