ტეა ლეონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტეა ლეონი
TéaLeoniJun07.jpg
ტეა ლეონი 2007 წლის ივნისში
დაბ. სახელი ელიზაბეთ ტეა პანტალეონი
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
დაბ. თარიღი 25 თებერვალი, 1966
საქმიანობა მსახიობი
წლები 1989-დღემდე
მეუღლე(ები) ნილ ჯოზეფ ტარდიო უმცროსი (1991-1995)
დევიდ დუხოვნი (1997-2011)

ტეა ლეონი (ინგლ. Téa Leoni; დ. 25 თებერვალი, 1966) — ამერიკელი მსახიობი. სხვადასხვა დროს როლები შეასრულა ფილმებში: „იურული პერიოდის პარკი 3“ (2001), „მეოჯახე“ (2000), „უფსკრულთან შეჯახება“ (1998), „დიკის და ჯეინის გართობა“ (2005), „არ გააღვიძოთ მძინარე ძაღლი“ (1996), „ესპანური ინგლისური“ (2004), „ცუდი ბიჭები“ (1995), „მოჩვენებათა ქალაქი“ (2008) „როგორ მოვიპარო ცათამბჯენი“ (2011).

ტეა ლეონი დაიბადა ნიუ-იორკში, დედამისის — პროფესიით დიეტოლოგის, ემილი ენისა და მამამისის — იურისტის, ენთონი პანტალეონის ოჯახში. ლეონის ბაბუა მამის მხრიდან იყო იტალიური და ინგლისური წარმოშობის, ხოლო ბებია მამის მხრიდან, პოლონელ-ამერიკელი მსახიობი ჰელენკა პანტალეონი. ლეონის მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალ „სანტა-ბარბარაში“. მისი პირველი მეუღლე იყო ნილ ჯოზეფ ტარდიო. 1997-2011 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა დევიდ დუხოვნისთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]