სანტა-ბარბარა (ტელესერიალი)
| სანტა-ბარბარა | |
| Santa Barbara | |
| ფორმატი | საპნის ოპერა |
| ავტორი | ჯერომ და ბრიჯით დობსონი |
| პროდიუსერი | გარი ა. ბრაუნი (2005-) თანაპროდიუსერები: ელენ მარი ბლამი (2005-) კარინ უშერი (2005-) |
| როლებში | სია |
| ქვეყანა | |
| ტელეარხი | NBC |
| ეკრანებზე | 30 ივლისი, 1984 — 15 იანვარი, 1993 |
| ქრონომ. | 60 წთ |
| IMDb | ID 0086793 |
სანტა-ბარბარა (ინგლ. Santa Barbara) — ამერიკული სერიალი (მსოფლიოში ოდესმე გადაღებულ საპნის ოპერებს შორის ყველაზე ხანგრძლივი). გადაღებულია 2137 სერია. მოქმედება ხდება ქალაქ სანტა-ბარბარაში, კალიფორნიის შტატში. ოდნავ შემოკლებული ვარიანტით სერიალი წარმოდგენილი იყო 2123 სერიაში (უჩვენებდა გერმანია).
სექციების სია |
შინაარსი [რედაქტირება]
სერიალში მოთხრობილია პატარა ქალაქში მცხოვრები მდიდარი ოჯახის — კეპუელების მრავალფეროვანი და მოვლენებით მდიდარი ცხოვრების შესახებ. გარდა კეპუელებისა, სერიალს ამდიდრებს სხვა ოჯახებიც: ლოკრიჯები, ანდრადეები და პერკინსები, რომელთა ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებითა და უამრავი პრობლებით.
პირველ სეზონში ცენტრალურ სიუჟეტად ჩენინგ კეპუელ უმცროსის მკვლელობაა წამოწეული, რომელიც სერიალში მოქმედებების დაწყებამდე ხუთი წლით ადრე მოხდა. პირველივე სერიებში ციხიდან გამოდის ჩენინგის მკვლელობისთვის გასამართლებული ჯო პერკინსი, რომელიც სანტა ბარბარაში ბრუნდება, რათა დაამტკიცოს, რომ მკვლელობა მისი ჩადენილი არ იყო.
სერიალი თავიდან ცოტა არეულად დაიწყო, თუმცა, სცენარისტებმა და პროდიუსერებმა ჯერომ დობსონმა და ბრიჯით დობსონმა მიწისძვრისა და სერიული მკვლელის დახმარებით ზედმეტი მსახიობები მალევე მოაცილეს ეკრანებიდან. მიწისძვრის სიუჟეტი სერიალში სხვდასხვანაირად იქნა აღქმული; ზოგიერთი პერსონაჟი მეტისმეტად შეაშინა, ზოგი ერთს კი რეაქცია თითქმის არ ჰქონია. ასე მაგალითად, მინსქ ლოკრიჯმა (ლაიენოლ ლოკრიჯის დედამ) განაცხადა, რომ 1984 წლის მიწიძვრა ვერც კი შეედრება 1925 წლის მიწისქვეშა ბიძგებს.
სერიალმა ისეთი პერსონაჟების შეგროვებით, როგორებიცაა იდენ კეპუელი (მერსი უოლქერი), კრუზ კასტილიო (ეი მარტინესი), სისი კეპუელი (ჩარლზ ბეითმენი, მოგვიანებით ჯედ ალენი) და მისი მეუღლე სოფია არმონტი (ჯუდით მაქქონელი), მეისონ კეპუელი (ლეინ დეივისი) და ჯულია უეინ-რაიტი (ნენსი ლი გრანი), ჯინა ბლეიქ კეპუელ დემოთ თიმონზი (ლინდა ჯიბონი, მოგვიანებით რობინ მეთსონი), ავგუსტა და ლაიონელ ლოკრიჯები (ლუის სორელი და ნიკოლას ქოსთერი), დიდ წარმატებასა მაღალ სამსახიობო დონეზს მიაღწია, სერიალი რეიტინგებში წლების მანძილზე პირველ ადგილს იკავებდა.
სერიალი ცნობილია თავისი კომედიური სტილითა და უჩვეულო სცენარით. მაგალითისთვის ისიც კმარა, თუკი 1986 წლის 14 ივლისის შემდგომ სერიას ავიღებთ, როდესაც ყოფილი მონოზანი, მერი დიუვალ-მაქქონაჰი კეპუელების სასტუმროს დიდმა ასო "C"-მ მოკლა (გვარი კეპუელი ინგლისურად ასე იწერება: Capwell). ეს შეიძლება ფილმ ”American Dad”-ზე იყოს მინიშნება, როდესაც პერსონაჟი ამბობს: ჩემი ცოლი ასო C-მ მოკლაო, ოღონდ ამ ასოთი დაწყებულ Cancer-ს (კიბო) კი არ გულისმობს, არამედ, Coca-Cola-ს (კოკა კოლას).
მიუხედავად ფანების უამრავი წერილისა, დაებრუნებინათ მერი სერიალში, მსახიობმა ჰარლი ჯეინ ქოზაქმა პრესის მეშვეობით შეატყობინა ხალხს, რომ არანაირ საპნის ოპერაში გადაღებას აღარ აპირებდა.
1988 წელს დობსონებს გადასაღებ მოედანზე მისვლა აეკრძალათ, რადგან, მათ რამდენჯერმე სცადეს სცენარისტის გაგდება, თუმცა, უშედეგოდ. მათ სასამართლოში იჩივლეს და გაიმარჯვეს კიდეც. ამან სერიალის რეიტინგი მაინც ვეღარ ასწია, იმის მიუხედავად, რომ ”სანტა ბარბარამ” სამჯერ მოიგო ემის ჯილდო და დღის საუკეთესო დრამად დასახელდა.
ჯილ ფარენ ფელპსის ხელმძვანელობით, სერიალის წამყვან წყვილად კვლავ იდენი და კრუზი იქცნენ. ერთ-ერთ სადაო ხაზად კი იდენის სასტიკი გაუპატიურება და იმის აღმოჩენა იქცა, რომ მოძალადე მისივე ყოფილი გინეკოლოგი ზაქ ქელთონი (ლი მაქქლოსკი) აღმოჩნდა. თუმცა, მსახიობს თავისი პერსონაჟი არ მოსწონდა და ამბობდა, რომ ქალებს თავიანთი გინეკოლოგების არ უნდა ეშინოდეთ. ფელპსი სერიალიდან 1990-იანების დამდეგიდან წავიდა, რადგან ის ჩამოაქვეითეს და აღმასრულებელ პროდიუსერად ჯონ ქონბოჲ დანიშნეს, რომელიც მალევე შეცვალა სერიალის ბოლო პროდიუსერმა პოლ რაუხმა. (ალბათ ბედის ირონიაა, რომ ეს სამივე პროდიუსერი მოგვიანებით სერიალში ”გზამკვლევი შუქი” (Guiding Light) შეიყარნენ.
სერიალ სანტა-ბარბარადან ბევრი მსახიობი წავიდა სხვდასხვა მიზეზით: კელი კეპუელის როლის შემსრულებელი რობინ რაიტი, მერსი უოლქერი (იდენი), ჯასთინ დიასი და სხვა. პოპულარული მსახიობი ლუის სორელი (ავგუსტა) იმიტომ გაათავისფლეს სერიალიდან, რომ მისი პერსონაჟი დის ჯულიას გამაუპატიურებლის საყვარელი არ ითამაშა. იდენი, კრუზი და ლოკრიჯების ოჯახის ბევრი პერსონაჟიც იქნა მოცილებული სერიალიდან და ისინი სხვა პერსონაჟებმა ჩაანაცვლა, რამაც საბოლოოდ დასცა სანტა-ბარბარას პრესტიჟი და რეიტინგი, ამან კი სერიალის დროზე ადრე დასრულების გადაწყვეტილება მიაღებინა პროდიუსერებს. საბოლოო სერია 1993 წლის 14 იანვარს გამოვიდა. დამასრულებელ ეპიზოდში სოფია და სისი საბოლოოდ შერიგდნენ, კელიმაც (მათი უმცროსი ქალიშვილი) იპოვა ნამდვილი სიყვარული ქონორ მაქქეიბთან (ჩარლზე გრანთი), რომელსაც უორენ ლოკრიჯისა და ბიჯეის ქორწილზე ენდი ქლეინის განიარაღება მოუწია.
მსახიობები [რედაქტირება]
კეპუელები [რედაქტირება]
- ლოიდ ბოჩნერი (სისი კეპუელი № 1) (1984 (ძირითადად ბეჭდურ ანონსებში ჩნდებოდა)
- პიტერ მარკ რიჩმენი (სისი კეპუელი № 2) {30 ივლისი 1984—1984}
- პოლ ბერკი (სისი კეპუელი № 3) (1984)
- ჩარლზ ბეიტმენი, FRIBA (სისი კეპუელი № 4) (1984—1986)
- ჯედ ალენი (სისი კეპუელი № 5) (1986- 15 იანვარი 1993)
- ლეინ დეივისი (მეისონ კეპუელი № 1) (30 ივლისი 1984 —ივლისი1989)
- ტერი ლესტერი (მეისონ კეპუელი № 2) (ოქტომბერი 1989 — დეკემბერი 1990)
- გორდონ თომსონი მეისონ კეპუელი № 3) (დეკემბერი 1990 — 15 იანვარი 1993)
- რობინ რაიტი (კელი კეპუელი № 1) (30 ივლისი 1984—1988))
- კიმბერლი მაკ-ართური (კელი კეპუელი № 2) (1988—1989)
- კერინგთონ გორლენდი (კელი კეპუელი № 3) (1989—1991)
- ეილინ დევიდსონი (კელი კეპუელი № 4) (1991 — 15 იანვარი 1993)
- მერსი უოკერი (იდენ კეპუელი) (1984—1991)
- თოდ მაკ-კი (ტედ კეპუელი № 1) (30 ივლისი 1984—1989)
- მაიკლ ბრეინარდი (თედ კეპუელი № 2) (1991 — 15 იანვარი 1993)
- რობერტ ბრაიან უილსონი (ჩენინგ კეპუელ უმცროსი) (1984, 1985, 1991)
- ჯონ კონსიდაინი (გრანთ კეპუელი) (1986)
- ტერი დეივისი (მედლინ კეპუელ ლორანი) (1986)
- ჯულია კემპბელი (კორთნი კეპუელი) (1986)
- როზმარი ფორსაითი (დომინიკ / სოფია კეპუელი № 1) (1984)
- ჯუდით მაკ-კონელი (სოფია კეპუელი № 2) (1984 — 15 იანვარი 1993)
- სამანთა ეგარი (პამელა პეპერიჯ კეპუელ კონრადი) (1987 (მხოლოდ მოგონებებში)
- შირლი ენ ფილდი (პამელა პეპერიჯ კეპუელ კონრადი № 1) (1987)
- მარჯ დიუსეი (პამელა პეპერიჯ კეპუელ კონრადი № 2) (1987—1988, 1991)
- კრისტენ მედოუზი (ვიქტორია „ტორი“ ლეინ კეპუელი) (1986—1989)
ლოკრიჯები [რედაქტირება]
- ჯუდით ანდერსონი (მინქს ლოკრიჯი № 1) (30 ივლისი 1984—1987)
- ჯენის ფეიჯი (მინქს ლოკრიჯი № 2) (1990 — 15 იანვარს 1993)
- ნიკოლას ქოსთერი (ლაიონელ ლოკრიჯი) (1984—1986, 1991 — 15 იანვარი 1993)
- დონ სთიუართი (ლაიონელ ლოკრიჯი) (1985 — დროებითი შევლა)
- ჯული რონი (ლეიქენ ლოკრიჯი № 1) (30 ივლისი 1984—1986)
- სიუზენ მარი სნაიდერი (ლეიქენ ლოკრიჯი № 2) (1987—1988)
- შელ დენიელსონი (ლეიქენ ლოკრიჯი № 3) (1990—1991)
- en:ჯონ ალენ ნელსონი () (უორენ ლოკრიჯი № 1) (1984—1986)
- (უორენ ლოკრიჯი № 2) (1987)
- ჯექ ვაგნერი (უორენ ლოკრიჯი № 3) (1991]—15 იანვარი 1993)
- ქერენ მონქრიფი (Karen Moncrieff) (კასანდრა ბენედიქტი) (1990—1992)
- ლუის სორელი (ავგუსტა ლოკრიჯი) (1984—1986, 1988—1989, 1989—1991)
პერკინსები [რედაქტირება]
- დეინ უიზერსპუნი (ჯო პერკინსი) (1984)
- მარქ არნოლდი (ჯო პერკინსი № 2) (1984—1985)
- მელისა რივზი (ჯეინ პერკინსი) (1984—1985)
- ქერრი შერმანი (ემი პერკინს უოლესი) (1984—1986)
ანდრადეები [რედაქტირება]
- მარგარიტა კორდოვა (როზა ანდრადე) (30 ივლისი 1984—1987, 1991 — 15 იანვარი 1993)
- ისმაილ ისთ კარლო (რუბენ ანდრადე) (1984—1985)
- რუფერთ რევენსი (დენი ანდრადე) (30 ივლისი 1984—1986)
- (სანტანა ანდრადე № 1) (1984)
- მარგარეთ მაიქლზი (სანტანა ანდრადე № 2) (1985)
- ჯინა გალერო (სანტანა ანდრადე № 3) (1985—1987, 1989)
- (სანტანა ანდრადე № 4) (1991—1992)
კასტილიოები [რედაქტირება]
- ეი მარტინეზი (კრუზ კასტილიო) (1984—1992)
- კარმენ ზაპატა(კარმენ კასტილიოკარმენსიტა კასტილიო) (1987—1988)
- ჰენრი დაროუ (რაფაელ კასტილიო № 1) (1989—1992)
- რობერთ ფონთეინ უმცროსი (რეიფ კასტილიო) (1992—1993)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სანტა-ბარბარა TV.com-ზე
- Capridge.Com ფანსაიტი.