ტაფელა (ლათ.Rhodeus sericeus) — თევზიკობრისებრთაოჯახისა. მისი მოკლე და მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული სხეულის სიგრძე 9 სმ, მასა — 10 გ აღწევს. გავრცელებულია აზიასა და ევროპაში. საქართველოში წარმოდგენილია ქვესახეობით (Rhodeus sericeus amarus). გვხვდება მრავალ მდინარესა და ტბაში. გამრავლების პერიოდში (მარტი-აგვისტო) დედალს უვითარდება გრძელი კვერცხსადები, რომლის დახმარებითაც იგი ქვირითს ყრის ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ლამაზი დეკორატიული თევზია. მტაცებელი თევზების საკვებია.