ტარიელ ალიბეგაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტარიელ ალიბეგაშვილი (დ. 23 ივნისი, 1945, ყაზბეგი, ახლანდელი სტეფანწმინდა, საქართველოს სსრ — გ. 25 მარტი, 1991, დუშეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1965, 1972), საბჭოთა კავშირის ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971). საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1965). საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარიელ ალიბეგაშვილი დაიბადა 1945 წლის 23 ივნისს სტეფანწმინდაში. მან ორჯერ, 1965 და 1972 წლებში, მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული, 1971 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი. მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება. დაიღუპა 1991 წლის 25 მარტს მომხდარ ავტოავარიაში.

ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მრავალწლიანი შესვენების შემდეგ 2019 წელს აღდგა და მას ტრადიციული სახე მიეცა.[1][2][3]

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა დროშა: არგენტინა არგენტინა, მარ-დელ-პლატა მსოფლიო ჩემპიონატი 1969 52 კგ 3rd

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1969 (52 კგ; მარ დელ პლატა, არგენტინა)
  • საბჭოთა კავშირის ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი: 1971 (57 კგ; მოსკოვი)
  • საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1965 (52 კგ; თბილისი), 1971 (57 კგ; მოსკოვი), 1972 (57 კგ; მინსკი)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 106. 375 გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თავაძე, ირაკლი. (27 ივნისი, 2021) ალიბეგაშვილი სათანადოდ დააფასეს. lelo.ge. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022
  2. ყაზბეგის ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. kazbegi.gov.ge. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (25 ივნისი, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-22. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022
  3. ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. olympiccentre.ge. სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი (26 ივნისი, 2021). ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022