ტარა (ბუდიზმი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მალდივური ტარა.[1]
ტარა (სანსკ: तारा tārā; ტიბ: རྗེ་བཙུན་སྒྲོལ་མ་ ვაილი: rje btsun sgrol ma ჯეცუნ დოლმა) მაჰაიანურ და ვაჯრაიანულ ბუდიზმში, არის ქალი ბოდჰისატტვა. ცნობილია „გათავისუფლების დედად“; საქმესა და მიღწევებში წარმატების სათნოებას განასახიერებს. იაპონიაში ცნობილია თარანი ბოსაცუდ; ჩინურ ბუდიზმში კი თუოლუოდ.[2]
ტარა არის მედიტაციის ღვთაება, რომლის პრაქტიკა გამოიყენება ბუდიზმის ვაჯრაჲანულ სექტაში.
ტარას ყველაზე ცნობილი ფორმებია:
- მწვანე ტარა - ცნობილია გასხივოსნებული ქმედების ბუდდჰად
- თეთრი ტარა - ცნობილია თანაგრძნობის, ხანგრძლივი სიცოცხლის, კურნებისა და სიმშვიდისთვის
- წითელი ტარა - მძვინვარე ასპექტისა, დაკავშირებულია ყველაფერ კარგის მიზიდვით
- შავი ტარა - დაკავშირებულია ძალასთან
- ყვითელი ტარა - დაკავშირებულია ჯანმრთელობასა და აყვავებასთან
- ლურჯი ტარა - დაკავშირებულია ბრაზის გარდაქმნასთან
- ჩიტტამანი ტარა - ტარას ფორმა, რომლის პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული ტიბეტური ბუდიზმის გელუკის სკოლის ტანტრული იოგის უმაღლეს საფეხურზე, გამოსახულია მწვანედ
- ქჰადირავანი ტარა - რომელიც გამოეცხადა ნაგარჯუნას სამხ. ინდოეთის ქჰადირავანის ტყეში; ზოგჯერ მოიხსენიება „XXII ტარად“.
ბუდიზმის ზოგ სკოლაში მიღებულია ოცდაერთი ტარა.
სექციების სია |
მანტრა [რედაქტირება]
ტარას მთავარი მანტრა ბუდისტთა და ინდუისტთათვის ერთია: სანსკ: oṃ tāre tuttāre ture svāhā ომ ტარე ტუტტარე ტურე სვაჰა. ტიბეტელები და ვინც ტიბეტურ ბუდიზმს მიდევს, წარმოთქვამენ: oṃ tāre tuttāre ture svāhā ომ ტარე ტუტტარე ტურე სოჰა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Xavier Romero-Frias (1999). The Maldive Islanders, A Study of the Popular Culture of an Ancient Ocean Kingdom. Barcelona. ISBN 8472548015.
- ↑ Buddhist Deities: Bodhisattvas of Compassion
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- ტარა: ბუდისტური ღვთაება მწვანესა და თეთრში - ReligionFacts.com-დან
- სტატია ტარაზე Khandro.net-ზე
- მწვანე ტარას შესახებ
სტატიის