იიდამი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იიდამი

იიდამი, იდამი ან იშთჰადევა[ტა](ჩინ. 神體 შენთი, სანს. इष्टदेवता iṣṭhadevatā), შემოკლება ტიბეტურ ჲიდ-კჲი-დამ-წიგ-იდან) არის სრულად გასხივოსნებული არსება, რომელიც ფოკუსია მედიტირებისთვის. იიდამებთან დაკავშირებულია მედიტაციები, გამოსახულებები, ქანდაკებები და მანტრები. არიან ბრძენი, მშვიდობიანი და მრისხანე თვისებების განსხვავებული ფორმებით, ხშირად უამრავი ხელით, ფეხით, თავითა და თვალებით.

ტანტრის პრაქტიკოსი ბუდისტისთვის, იიდამი გამოსახავს გასხივოსნებულ გონებას, ბუდას თვისებას, რომლის გამოსახულებაზეც ყურადღებას აფოკუსირებენ მედიტაციის, გალობისა და ლოცვის დროს ან მთელი ცხოვრების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, იიდამის პოპულარული სახელები პირადი ღვთაება ან მედიტაციის ღვთაება, არც ისე კორექტულია. იიდამი არის იდეალური ფორმა მედიტაციისთვის, რომ გამოაღვიძო საკუთარი ბუდას ბუნება. ამ ფორმასთან შეჩვევა ეხმარება გონიერების შენარჩუნებაში, რასაც ბარდოს მდგომარეობაში ღრმა მედიტაციისას ან სიკვდილისას პრაქტიკოსი მიჰყავს რეალიზაციის მიღწევამდე.

იიდამები ბოდჰისატვების სხვადასხვა ფორმას იღებენ, მაგ: თანაგრძნობის განსახიერებების (ავალოკიტეშვარა ან მანჯუშრი), ოსტატების (პადმასამბჰავა, კარმაპა...), მცველების მრისხანე ფორმების (როგორბიც არიან ჰაჲაგრივა, ვაჯრაკილაჲა, ვაჯრაპანი, ჰევაჯრა, მაჰაკალა ან პალდენ ლჰამო). მაგ., არსებობს ავალოკიტეშვარას ოთხხელიანი და თერთმეტთავიანი ფორმა, ამასთანავე მისი ათასხელა ფორმაც. იიდამები იღებენ განსხვავებულ ფორმებს, მშვიდსა და მრისხანეს, ცალკე და კავშირში, შეუძლიათ იყვნენ მთასავით დიდები და მტვერივით პატარები. მაგრამ მათი არსი ყოველთვის ერთია - პრაქტიკოსის ბუდას ბუნებასთან დაკავშირება. ხშირად იიდამები ჲაბ-ჲუმის სახით გამოისახებიან.

იიდამებთან მედიტაცია ხდება მკაცრად გამომუშავებული რიტუალით. იიდამებთან მუშაობის აუცილებელი მოთხოვნილება ბოდჰისატტვათა აღთქმების მიღებაა, აუცილებლობა ყველა ცოცხალი არსებისთვის გასხივოსნების მიღწევა და სიცარიელის პრინციპის თუნდაც მცირედი გაგება. იიდამებთან მუშაობისთვის საჭიროა ლამისგან აუცილებელი ინიციაციების მიღება (ვანგი), რომელშიც შედის რიტუალი ტექსტების წაკითხვით (ლუნგი) და პრაქტიკის ახსნა (თრი).

ამგვარად, იიდამებს არ აქვთ რამე კავშირი ქრისტიანულ, იუდაისტურ ან ისლამურ დემონებთან, ანგელოზებთან ან რამე სახის მფარველებთან. იიდამი, უფრო ზუსტად, არის ფორმა, რომლის საშუალებითაც პრაქტიკოსს შეუძლია გახდეს ბუდა.

ესა თუ ის იიდამი „პირად ღვთაებად“ ირჩევა ადამიანის ფსიქიკის, მიდრეკილებებისა და ხასიათის მიხედვით.

ჲიდ-კჲი-დამ-წიგ ზუსტად ნიშნავს გონების ფორმირებას (სამაჲა), გონების გამაგრება შინაგანი თავისუფლებისა და სიცხადის მდგომარეობაში.

იიდამები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]