ტარანა ბიორკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარანა ბიორკი

ტარანა ბიორკი (ინგლ. Tarana Burke; დ. 12 სექტემბერი 1973, ნიუ-იორკი) — ამერიკელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც ჩამოაყალიბა მოძრაობა „Me Too“. მოგვიანებით, ეს მოძრაობა გახდა გლობალური ფენომენი, რომელმაც 2017 წლიდან საზოგადოებაში ცნობიერება აამაღლა სექსუალური შევიწროვების, ძალადობისა და გაუპატიურების შესახებ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ბავშვობა რთული იყო. იგი დაიბადა და გაიზარდა დაბალშემოსავლიან ოჯახში. ბავშვობის პერიოდში იგი გააუპატიურეს, ხოლო თინეიჯერობისას მასზე სექსუალურად იძალადეს. დედა დაეხმარა სექსუალური შევიწროვებისგან მიღებული ტრამვის გადატანაში, ასევე დედა იყო ის ადამიანი, რომელმაც მოუწოდა ტარანას, ჩართულიყო სოციალურ აქტივიზმში. მსგავმა გამოცდილებამ შთააგონა იმ გოგონების ცხოვრება გაეუმჯობესებინა, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში არიან.

ბიორკმა თავისი პროფესიული მოღვაწეობა დაიწყო სელმაში, ალაბამაში, სადაც იგი მუშაობდა ახალგაზრდულ ლიდერობის ორგანიზაციაში, ხმის მიცემის ეროვნულ მუზეუმსა და შავი ქამრის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში.

კარიერა და აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარანა ემსახურება სექსუალური ძალადობის შეწყვეტასა და სხვა სისტემურ საკითხებს, რომელიც არაპროპორციულ გავლენას ახდენს მარგინალურ ადამიანებზე — განსაკუთრებით კი ფერადკანიან ქალებსა და გოგონებზე. ტარანა ხელმძღვანელობდა ისეთ კამპანიებს, რომლებიც კონცენრტირდებოდა ფერადკანიანების მიმართ მიყენებულ ზიანზე. ტარანა ბიორკის კამპანიებმა დაესრულებინათ სექსუალური ძალადობა აჩვენა სექსიზმის პრობლემები საზოგადოებაში, გაზარდა რესურსების ხელმისაწვდომობა და გადარჩენილთა დახმარება.

ტარანა საზოგადოების შექმნით 1980-იან წლებში დაინტერესდა. საკმაოდ პატარა ასაკში შეუერთდა ახალგაზრდობის განვითარების ორგანიზაციას სახელად „21-ე საუკუნე“. ტარანმა 1989 წელს ორგანიზება გაუწია აქტივიზმს, რომელიც ეხებოდა ცენტრალური პარკის ხუთი ჯოგერის საქმეს, რომელშიც ხუთი ფერადკანიანი ახალგაზრდას უსამართლოდ ბრალი დასდეს დანაშაულში. ასევე, ბიორკი ეწინაადღმეგებოდა დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით წამოჭრილ იდეას, აღედგინათ სიკვდილით დასჯა ნიუ-იორკის შტატში. მან წამოიწყო ინიციატივები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რასობრივი დისკრიმინაცია, საცხოვრებლის უთანასწორობა და ეკონომიკური სამართლიანობა. ამ საქმიანობით გამოწვეულმა აკადემიური განათლებისა და საზოგადეობის ორგანიზების უნარების გაღრმავების სურვილმა, მიიღვანა ალაბამას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ისტორიულად შავკანიანთა უნივერსიტეტად მიიჩნევა.

ალაბამაში ყოფნის პერიოდში ტარანა ბიორკმა დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია „Just be Inc.“ მსახურობდა სპეციალური პროექტების კონსულტანტად ხმის მიცემის ეროვნულ მუზეუმში, ასევე იყო შავი ქამრის ხელოვნებისა და კულტურული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. 2008 წელს ტარანა გადავიდა ფილადელფიაში და დაიწყო მუშაობა ფილადელფიის ხელოვნების ცენტრში. ბიორკი კონსულტანტად მუშაობდა 2014 წლის ოსკარზე ნომინირებულ ფილმ „სელმას“ გადაღებებზე. ფილმი ეხება 1965 წლის სელმა-მონტგომერიდან ხმის მიცემის უფლების დემონსტრაციებს, რომელსაც ხელმძღვანელობდა მარტინ ლუთერ კინგი.

ტარანა ბიორკს საკუთარმა საქმიანობამ მრავალი აღიარება მოუტანა, მათ შორისაა 2017 წლის ჟურნალ „TIME“-ის მიერ მისი წლის ადამიანად აღიარება და 2019 წლის სიდნეის მშვიდობის პრემია. ასევე მიღებული აქვს 2018 წელს რიდენაურისგან პრიზი სიმამაცისათვის.

დღესდღეობით ტარანა ბიორკი მუშაობს მემუარებზე. ფიქრობს წიგნის გამოცემას სახელწოდებით „Here the light Enters: The Founding of ,Me Too’ Movement“. ტარანამ განაცხადა რომ წიგნი, სავარაუდოდ 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში გამოვა.

Me Too კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Just Be Inc. იყო არაკომერციული კომპანია, რომელიც ტარანა ბიორკმა 2003 წელს დააარსა. ეს კომპანია ფოკუსირებული იყო ფერადკანიანი ახალგარზდა გოგონების საერთო კეთილდღეობაზე. ბიორკი ესაუბრა გოგონას, რომელმაც გაუმხილა, რომ დედის მეგობარი ბიჭი მასზე სექსუალურად ძალადობდა. მას შემდეგ, ტარანამ გაავრცელა მესიჯი „შენ მარტო არ ხარ, ეს მეც დამემართა“.

„მეც“ (Me Too) დაეხმარა ტარანას ჩამოეყალიბებინა, ხოლო შემდგომ განევითარებინა მისი ხანგრძლივი კამპანია, რათა დახმარებოდა ქალებსა და გოგონებს, რომლებიც სექსუალური შევიწროვების მსხვერპლები იყვნენ. ფრაზა „Me Too“ წარმოადგენს ერთი მონეტის ორ მხარეს, ერთ მხარეს ეს არის თამამი, დეკლარაციული განცხადება: „მე არ მეშინია“, „მე მარტო არ ვარ“, ხოლო მეორე მხარეს, გადარჩენილები ერთმანეთს ეუბნებიან: „მე გხედავ, მე მესმის და მე შენთან ვარ“ .

ტარანა ბიორკი ათწლეულზე მეტ ხანს მუშაობდა მოძრაობა „Me Too“-ს გასავრცელებლად. 2017 წელს მისმა მესიჯმა დიდი პოპულარობა მოიპოვა.

2017 წლის 15 ოქტომბერს 4:21 საათზე, მსახიობმა ალისა მილანომ გამოიყენა სოციალური მედიის პლატფორმა ტვიტერი და მოიწვია ისინი, ვინც განიცდიდა სექსუალურ შევიწროებას. მილანოს ტვიტი გამოიძია New York Times-მა და აღმოაჩნა, რომ მილანო განიცდიდა ათწლეულების განმავლობაში სექსუალურ შევიწროებას ჰოლივუდის კინოპროდუსერ ჰარვი ვეინშტეინის მიერ. რამდენიმე საათში #MeToo მოედო მთელს მსოფლიოს სოციალურ ქსელში. მილიონობით ადამიანი აზიარებდა საკუთარ გამოცდილებასა და ისტორიას. რამდენიმე დღეში მილანოს ტვიტს 40 000-მდე ადამიანი გამოეხმაურა, ხოლო 12 მილიონზე მეტმა გამოიყენა ჰეშთეგი ისეთ სოციალურ პლათფორმებზე, როგორიცაა Facebook, Twitter, Instagram.

იმ წელს ათობით ცნობილ მამაკაცს ადანაშაულებდნენ სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში. თვითერის ჰეშთეგმა #MeToo აჩვენა სექსუალური ძალადომის მსხვერპლთა რიცხვი, ის, რომ ისინი მარტო არ იყვნენ და გავრცელდა სოლიდარობა. ზუსტად ისე, როგორც ბიორკს თავიდანვე ჰქონდა განზრახული. #MeToo-ს გარშემო გაჩენილმა სოლიდარობამ უდიდესი წარმატება მოიპოვა, ვინაიდან, უამრავი ადამიანი გადაარჩინეს.

ამ მხარდაჭერის ტალღის შემდეგ, ბიორკი გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც ხელი შეუწყო სექსუალური ძალადობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მხოლოდ ერთ წელიწადში ჰეშთეგი #MeToo სოციალური მედიის პლატფორმა ტვიტერზე გამოიყენა 19 მილიონმა ადამიანმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bhattacharyya R. „#Metoo Movement: An awareness Campaign“, International Journal of Innovation, Creativity and Change, Vol 3, Issue , March, 2018.
  • Rodino-Colocino M. „#Metoo: countering cruelty with empathy“ Communication and Critical/cultural Studies, 29 March. 2018.
  • Jo Hsu „(Trans)forming #Metoo: Toward a Networked Response to Gender Violence, Women’s Studies in Communication, July, 2019.
  • Constance R., Gough A. Whitehouse H. „Gender and environmental education in the time of #Meetoo“, The Journal of Environmental Education, May, 2018.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]