ტანგანიიკის რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტანგანიიკის რესპუბლიკა
Republic of Tanganyika

რესპუბლიკა
 

19611964  

დროშა გერბი
დედაქალაქი დარ-ეს-სალამი
ენა ინგლისური
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა
ისტორია
 - დამოუკიდებლობის გამოცხადება 9 დეკემბერი 1961
 - რესპუბლიკის გამოცხადება 9 დეკემბერი 1962
 - ტანზანიის ჩამოყალიბება 30 ივნისი 1964

ტანგანიიკის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of Tanganyika) — სახელმწიფო დიდი ბრიტანეთის ყოფილ სამანდატო ტერიტორიაზე. ქვეყანა არსებობდა 1961–1964 წლებში, ნიასას, ტანგანიიკასა და ვიქტორიას ტბებს და ინდოეთის ოკეანეს შორის მდებარე ტერიტორიაზე. 1885–1919 წლებში გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკის კოლონიის ნაწილი, ამჟამად ტანზანიის კონტინენტური ნაწილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1961 წლის 9 დეკემბერს. ზუსტად ერთი წლის შემდეგ გამოცხადდა რესპუბლიკად და გაერთიანდა ერთა თანამეგობრობის ფარგლებში. 1964 წელს ზანზიბარისა და პემბის სახალხო რესპუბლიკასთან გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდა ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • John Iliffe: A Modern History of Tanganyika. Cambridge University Press, Cambridge 1979, ISBN 0-521-29611-0, S. 247