ტაილერ ჯოზეფი
ტაილერ ჯოზეფი | |
---|---|
ტაილერ ჯოზეფი Blurryface მსოფლიო ტურზე 2015 | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1 დეკემბერი, 1988 |
დაბ. ადგილი | კოლუმბუსი, ოჰაიო აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 2008-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Fueled by Ramen |
საიტი | twentyonepilots.com |
ტაილერ ჯოზეფი ვიკისაწყობში |
ტაილერ ჯოზეფი (ინგლ. Tyler Joseph; დ. 1 დეკემბერი, 1988) — ამერიკელი მუსიკოსი და რეპერი. ამერიკული დუეტის — Twenty One Pilots მთავარი ვოკალისტი.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯოზეფი დაიბადა კოლუმბუსში, ოჰაიოში. იზრდებოდა ორ ძმასთან - ზაკთან (ასევე მომღერალი), ჯეისთან და დასთან - მედისონთან ერთად. დედამისი, კელი, იყო მათემატიკის მასწავლებელი მანამ[1], სანამ კალათბურთის მწვრთნელი გახდებოდა[2]. მამამისი ასევე მწვრთნელი იყო, ვაშინგტონის ქრისტიანულ სკოლაში, 96-2005 წლებში[2], ახლა კი სკოლის დირექტორია. ჯოზეფიც კალათბურთს ბავშვობიდანვე თამაშობდა[3].
როდესაც მუსიკოსის გამოსვლა იხილა High Street კლუბში, კალათბურთის დაფინანსების შემოთავაზებაზე Otterbrein-ის უნივერსიტეტიდან უარი განაცხადა[1][3]. დაიწყო დაკვრა გარდერობში ნაპოვნ კლავიშებზე, რომელიც საშობაო საჩუქარი იყო დედამისისგან და იმეორებდა რადიოში არსებულ მელოდიებს[1][4][5].
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Twenty One Pilots ჩამოყალიბდა ტაილერ ჯოზეფის ინიციატივით 2009 წელს, კოლუმბუსში (ოჰაიო), ნიკ ტომასთან და კრის სალისთან ერთად, რომლებმაც 2011 წელს ჯგუფი საბოლოოდ დატოვეს. ამჟამად ჯგუფი შედგება ორი წევრისაგან - ვოკალისტი ტაილერ ჯოსეფი და დრამერი - ჯოშ დანისგან.
ჯგუფმა საკუთარი სახსრებით ორი ალბომი - Twenty One Pilots 2009 წელს და Regional at Best 2011 წელს გამოუშვა, სანამ ლეიბლ Fueled By Ramen-თან კონტრაქტს გააფორმებდნენ 2012 წელს.
რიგით მესამე ალბომი Vessel 2013 წლის 8 იანვარს გამოვიდა[6].
Blurryface 2015 წლის 17 მაისს გამოვიდა და ამასთან ერთად ჩაატარეს ორი საერთაშორისო მსოფლიო ტური: Blurryface და Emotional Roadshow.
2016 წლის 6 დეკემბერს ჯოზეფმა ხუთი გრემის ნომინაცია: წლის ჩანაწერი, საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფის შესრულება, საუკეთესო როკ შესრულება, საუკეთესო როკ სიმღერა და საუკეთესო ვიზუალური მედიის სიმღერა.
სხვა პროექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანამ ჯგუფი ჩამოყალიბდებოდა, ჯოზეფი სოლო მომღერლად მუშაობდა. შედეგად გამოუშვა ალბომი სახელად No Phun Intended. ამ სიმღერების მოსმენა ისევ შესაძლებელია თავის PureVolume-ს გვერდზე[7].
2011 წელს, ჯოზეფი იყო Five14-ის ვარსკვლავი, 2012 წელს მიიღო მონაწილეობა ვიდეოში "What's Your Story?" რომელიც გადაღებულია მარკ იშლმენის მიერ (Twenty One Pilots-ის რამდენიმე ვიდეოს პროდიუსერი). ოთახი, რომელშიც გადაღებულია ვიდეო "What's Your Story?", არის იგივე ოთახი რომელსაც ვხედავთ მუსიკალურ ვიდეოში 'House Of Gold'.
2013 წლის 4 დეკემბერს, ჯოზეფმა მიიღო მონაწილეობა Five14 Church's Christmas With the Stars-ში და შეასრულა "O come, O come, Emmanuel".
2014 წლის დეკემბერში, ის დაეხმარა ბეკ-ვოკალში ჯგუფ Panic! At The Disco-ს, სიმღერაში "Sickly Sweet Holidays"[8][9].
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯოზეფი, ბავშვობაში, სახლში იღებდა განათლებას. იქორწინა ჯენა ბლექზე 2015 წლის 28 მარტს[10][11].
მას აქვს სამ-ნაწილიანი ტატუირება რომელიც გამოსახავს „რაღაცას რამაც თავისი ცხოვრება იხსნა“[12], იგი არ თვლის რომ ინტერნეტში საკუთარი ტატუირების მნიშვნელობის ახსნა მართებულია[13].
ორივეს, ჯოზეფსა და დანს აქვთ გამოსახული „X“ სხეულზე, ნიშნად ერთგულებისა ფანების მიმართ რომლებიც ცხოვრობენ ოჰაიოში.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Twenty One Pilots-თან ერთად
- Twenty One Pilots (2009)
- Regional at Best (2011)
- Vessel (2013)
- Blurryface (2015)
- Trench (2018)
როგორც სოლო შემსრულებელი
- No Phun Intended (2008)
ჯილდოები და ნომინაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ცერემონია | ჯილდო | ნომინაცია | შედეგი | Ref. |
---|---|---|---|---|---|
2017 | გრემის ჯილდო | წლის ჩანაწერი | "Stressed Out" | მოსალოდნელია | [14] |
საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფის შესრულება | მოსალოდნელია | ||||
საუკეთესო როკ-შესრულება | "Heathens" | მოსალოდნელია | |||
საუკეთესო როკ-სიმღერა | "Heathens" | მოსალოდნელია | |||
საუკეთესო ვიზუალური მედიის სიმღერისთვის | მოსალოდნელია |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 With debut album set for release, Columbus duo Twenty One Pilots poised to break out. The Columbus Dispatch (18 ოქტომბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-20. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2014.
- ↑ 2.0 2.1 Joseph named coach at Orange. ThisWeek Sports (June 11, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 2, 2017. ციტირების თარიღი: July 24, 2014.
- ↑ 3.0 3.1 Alternative Press: Shooting Hoops with Twenty One Pilots. YouTube. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2014.
- ↑ Interview: Twenty One Pilots, part 1. Columbus Alive (27 აპრილი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2014.
- ↑ MessiahPulse Interview: Twenty One Pilots. YouTube. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2014.
- ↑ Twenty One Pilots – Music, biography, Credits and Discography: AllMusic. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2013.
- ↑ Tyler Joseph's No Phun Intended on PureVolume. PureVolume. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-25. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2014.
- ↑ Sharp, Tyler. Panic! At The Disco, Falling In Reverse members team up for Christmas song. Alternative Press. ციტირების თარიღი: January 5, 2016.
- ↑ Dallon Weekes: Sickly Sweet Holidays. ციტირების თარიღი: January 12, 2016.
- ↑ Twenty One Pilots Frontman Gets Engaged!. Radio 104.5. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2014.
- ↑ Twenty One Pilots' Tyler Joseph Got Married!. Radio 104.5 (28 მარტი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2015.
- ↑ PSA: about Tyler Joseph's tattoos. Tumblr. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2014.
- ↑ 'I’m the ice cream, he's the cake. You get the whole thing with us': an interview with Twenty One Pilots. theedgesusu.co.uk. ციტატა: „We don't really like to answer it in interviews because it's meant to be more one-on-one. So if you would turn your phone off we'd be happy to answer it.“ ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2014.
- ↑ „59TH ANNUAL GRAMMY AWARDS NOMINEES“. The Recording Academy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 6 December 2016.