სუაჰილის არქიტექტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუაჰილის არქიტექტურა — შენობათა სტილი აფრიკის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებზე. მიუხედავად ძირითადად არაბული და სპარსული წარმომავლობისა, არქეოლოგიური, წერილობითი, ლინგვისტური და კულტურული მასალა მოწმობს, რომ მასზე ძლიერი გავლენა აფრიკულმა ტრადიციებმა მოახდინა.

არქეოლოგი ფელიქს ქამის ცნობით აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროს გასწვრივ ბანტუს ტომის დასახლებები პირველ ათასწლეულში გაჩნდა. VI საუკუნიდან ისინი დროთა განმავლობაში მომძლავრდნენ რეგიონული ვაჭრობის, მოსახლეობის ზრდისა და ცენტრალიზებული ურბანიზაციის წყალობით. ამ დასახლებების არქიტექტურული ელემენტები მოიცავს თაღებს, ეზოებს, იზოლირებულ ქალთა ბუდუარებს, მიჰრაბს, კოშკებსა და დეკორატიულ ფორმებს. დიდი ზიმბაბვეს ნამოსახლარის ნანგრევებში ამ სტილთან გარკვეული მსგავსება იცნობა, ასევე მსგავსება შეინიშნება ძველ მადაგასკარულ არქიტექტურულ ელემენტებთან. ამ სტილის არქიტექტურის ნიშნები დღემდე შემორჩა სამხრეთ კენიის საპორტო ქალაქ მალინდის გედის ნანგრევებში (გედის დაკარგული ქალაქი).