ზანზიბარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ზანზიბარი (Zanzibar, სპარს. "ზანგ" (زنگ) - "შავი" და "ბარ" (بار) - "მიწა") — აღმოსავლეთ აფრიკაში ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ნახევრადავტონომიური ნაწილი. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში მატერიკიდან 25-30 კმ-ში და ზანზიბარის არქიპელაგისგან შედგება. არქიპელაგში ორი მოზრდილი (უნგუჯა და პემბა) და მრავალი მცირე ზომის კუნძულია.
ზანზიბარი ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო ხანგრძლივი სავაჭრო ისტორიით არაბულ სამყაროსთან. 1964 წელს ტანგანიკასთან გაერთიანებით ტანზანიის ნაწილი გახდა, თუმცა დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელოვან ავტონომიას. ზანზიბარის დედაქალაქი, ზანზიბარ-სიტი, მდებარეობს კუნძულ უნგუჯაზე, ხოლო მისი ისტორიული ცენტრი, "ქვის ქალაქი" (ინგლ. Stone Town), მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ზანზიბარის მთავრობა
- ზანზიბარი და ტანგანიკა 1886 წელს, რუკა
- Education Statistics and Quality of Education in Zanzibar
- Zanzibar without Poverty – A plain language guide to the Revolutionary Government of Zanzibar’s Zanzibar Poverty Reduction Plan (ZPRP) of January 2002
- Zanzibar Culture
- CAAA Collegien Acadiens et leurs Amis Africain