სტრინე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: Strynø | |
|---|---|
სტრინეს 1900 წლის რუკა |
|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 4,88 კმ² |
| სიგრძე | 3,2 კმ |
| სიგანე | 2,2 კმ |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 214 (2007) |
სტრინე (დან. Strynø) — დანიის კუთვნილი პატარა კუნძული ბალტიის ზღვაში, ფიუნის სამხრეთით, მიეკუთვნება ლანგელანის მუნიციპალიტეტს. მდებარეობს კუნძულ ტოსინგეს სამხრეთით, ერეს ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ლანგელანის დასავლეთით. კუნძულის ფართობი 4,88 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 214 ადამიანია.
სტრინეზე ფუნქციონირებს ერთი მაღაზია, ერთი სასტუმრო, საბავშვო ბაღი, სკოლა და პატარა საზღვაო მუზეუმი.
კუნძულ ლანგელანის ქალაქ რუდკებინთან დაკავშირებულია ბორნით. გზას 28 წთ ესაჭიროება.