ერე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: Ærø | |
|---|---|
მდებარეობა |
|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 88 კმ² |
| სიგრძე | 30 კმ |
| სიგანე | 8 კმ |
| უდიდესი ქალაქი | მარსტალი |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 6 669 (2010) |
| სიმჭიდროვე | 75,8 /კმ² |
ერე (Ærø) — დანიის კუნძული ბალტიის ზღვაში. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება სამხრეთ დანიის რეგიონს. კუნძულის ფართობი 88 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 6 669 ადამიანს შეადგენს.
ერეს სიგრძე დაახლოებით 30 კმ-ია, სიგანე 8 კმ. ლანდშაფტში ჭარბობს ბორცვები. კუნძულზე სამი პატარა ქალაქია, რომელთა შორის უდიდესია მარსტალი 2 340 მოსახლით. ასევე წარმოდგენილია 14 სოფელი და რამდენიმე ფერმერული მეურნეობა.
კუნძული პოპულარულია ფეხით ხეტიალის მოყვარულთა შორის.