სტოუნ-ტაუნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტოუნ-ტაუნი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Zanzibar sultan palace.jpg
ქვეყანა ტანზანიის დროშა ტანზანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 6°09′53″ ს. გ. 39°11′55″ ა. გ. / 6.16472° ს. გ. 39.19861° ა. გ. / -6.16472; 39.19861
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 173
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 173
რუს.ინგლ.ფრ.

სტოუნ-ტაუნი, ასევე ცნობილი როგორც მჯი-მკონგვე (სუაჰილზე „ძველი ქალაქი“) — ქალაქ ზანზიბარის ძველი ნაწილი ტანზანიაში. მდებარეობს ზანზიბარის არქიპელაგის მთავარი კუნძულის, უნგუიჯას დასავლეთ ნაპირზე. XIX საუკუნეში წარმოადგენდა ზანზიბარის სულთანატის დედაქალაქს, სუნელებით ვაჭრობის აყვავებულ ცენტრს, ისევე როგორც მონათვაჭრობის. კოლონიურ პერიოდში მან კვლავ შეინარჩუნა ზანზიბარის მთავარი ქალაქის სტატუსი. როდესაც ტანგანიკა და ზანზიბარი გაერთიანდნენ და შექმნეს ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, ზანზიბარმა მაინც შეინარჩუნა ნახევრად-ავტონომიის სტატუსი, მისი მთავრობა კი სწორედ სტოუნ-ტაუნში იჯდა.

სტოუნ-ტაუნი აღმოსავლეთ აფრიკის ისტორიისა და ხელოვნების წამყვანი მნიშვნელობის ქალაქია. მისი არქიტექტურა, რომლის ძირითადი ნაწილიც XIX საუკუნით თარიღდება, ასახავს განსხვავებულ გავლენებს სუაჰილის კულტურისა და მასთან უნიკალურად შერწყმული მავრული, არაბული, სპარსული, ინდური და ევროპული ელემენტებისას. ამ მიზეზით, 2000 წელს იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

მისი მემკვიდრეობის წყალობით, სტოუნ-ტაუნი ტანზანიის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მისი ეკონომიკის დიდი ნაწილი ტურიზმთან დაკავშირებულ აქტივობებზეა დამოკიდებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Zanzibar Panorama.jpg