სტალინის ხაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოგილევის მახლობლად სტალინის ხაზის ბუნკერების იარაღები
მინსკის მახლობლად სტალინის ხაზის შემონახული ნაშთები

სტალინის ხაზი (რუს. «Линия Сталина») — საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვარზე აგებული საფორტიფიკაციო ნაგებობების კომპლექსი. ფორტიფიკაციათა სისტემის მშენებლობა 1920-იან წლებში დაიწყო. მისი მიზანი სსრკ-ის დასავლეთის მიმართლებიდან დაცვა იყო. ხაზი მოიცავდა ბეტონის ბუნკერებსა და შეიარაღბის საგდამებს. არსებობდა გარკვეული მსგავსება მაჟინოს ხაზთან, თუმცა იყო მასზე ნაკლებად დახვეწილი. „სტალინის ხაზი“ არ იყო მთელ საზღვარზე გადაჭიმული თავდაცვის უწყვეტი ხაზი, იყო გამაგრებული უბნების ქსელი. მისი მიზანი პოტენციური თავდასხმების გარკვეულ დერეფნებში გადატანა იყო.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შემდეგ, 1939-1940 წლებში, სსკრ-ს პოლონეთში, ბალტიისპირეთსა და ბესარაბიაში შეჭრის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა სტალინის ხაზის მიტოვება და დასავლეთით, სსრკ-ის ახალი საზღვრის გასწვრივ, ახალი ხაზის მშენებლობა დაიწყო. საბჭოთა რამდენიმე გენერლის მოსაზრებით, უკეთესი იქნებოდა ორივე ხაზის შენარჩუნება სსრკ-ის თავდაცვის მეტი სიღრმის უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს ეწინააღმდეგებოდა მეორე მსოფლიო ომის წინანდელ საბჭოთა სამხედრო დოქტრინას.[1]

ამგვარად, სტალინის ხაზიდან შეიარაღება მოიხსნა და ახალი ხაზისთვის შეინახა.[2] 1941 წელს გერმანიის შემოჭრამ აიძულა საბჭოებლები უკან დახეულიყვნენ ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ხაზიდან.[3] სტალინის ხაზის მიტოვების მიუხედავად, გერმანიის თავდასხმის დროს მან გარკვეული წვლილი სსრკ-ს დაცვაში მაინც შეიტანა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხაზის არ აღდგენილა. ნაწილობრივ ეს განაპირობა საფორტიფიკაციო ნაგებობების ერთმანეთისგან დაშორებამ.[4] დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით, სადაც მსაგვსი გამაგრებები განადგურდა ეკონომიკური და უსაფრთხოების მიზეზებით, საბჭოთა კავშირში ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილი შენარჩუნდა სსრკ-ს დაშლის შემდეგაც.[5] ამჟამად სტალინის ხაზის ნანგრევები არის ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში (შესაძლოა მოლდოვის აღმოსავლეთ რეგიონებშიც).[6]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯონ ერიკსონი საბჭოთა უმაღლესი სარდლობა: სამხედრო-პოლიტიკური ისტორია, 1918–1941, გამომცემლობა:Routledge, 2001. ISBN 0-7146-5178-8
  2. შორთ, ნეილი (2008). სტალინისა და მოლოტოვის ხაზები: საბჭოთა დასავლეთის თავდაცვა 1928–41 წწ. ოქსფორდი: გამომცემლობა ოსპრეი, გვ. 56. ISBN 978-1-84603-192-2. 
  3. დავით გლანცი, ბარბაროსას რელსებიდან გადავარდნა: სმოლენსკის ბრძოლა, 10 ივლისი - 10 სექტემბერი 1941, ტ.1, გვ.26, Helion & Co., 2010 წ.
  4. შორთ, ნეილი (2008). სტალინისა და მოლოტოვის ხაზები: საბჭოთა დასავლეთის თავდაცვა 1928–41 წწ. ოქფორდი: გამომცემლობა ოსპრეი, გვ. 56. ISBN 978-1-84603-192-2. 
  5. შორთ, ნეილი (2008). სტალინისა და მოლოტოვის ხაზები: საბჭოთა დასავლეთის თავდაცვა 1928–41 წწ. ოქსფორდი: გამომცემლობა ოსპრეი, გვ. 56. ISBN 978-1-84603-192-2. 
  6. შორთ, ნეილი (2008). სტალინისა და მოლოტოვის ხაზები: საბჭოთა დასავლეთის თავდაცვა 1928–41 წწ. ოქსფორდი: გამომცემლობა ოსპრეი, გვ. 56. ISBN 978-1-84603-192-2. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]