სსრ კავშირის საბჭოების IV ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სსრკ საბჭოების IV ყრილობა (რუს. IV Всесоюзный съезд Советов) — სსრ კავშრის საბჭოების რიგით მეოთხე ყრილობა, მიმდინარეობდა 1927 წლის 18-26 აპრილს მოსკოვში. ესწრებოდა 1601 დელეგატი გადამწყვეტი და 747 სათათბირო ხმით. მათ შორის მუშა 47,1%, გლეხი 28,3%, მოსამსახურე 24,6%, კომუნისტი 72,5%. დელეგატთა შორის იყო 116 ქალი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრ კავშირის ეროვნებათაშორის საბჭოში წარმოდგენილი იყვნენ:

  • რსფსრ — ანდრეევი, უგლანოვი და სხვები.
  • უკრაინის სსრ — ზატონსკი, სკრიპნიკი და სხვები.
  • ამიერკავკასიის სფსრ — ოგამალი ოღლი და სხვები
    • საქართველოს სსრ-დან წევრებად — მახარაძე, სტურუა, სუხიშვილი, გოგობერიძე და ვაშაკიძე; კანდიდატებად — თოდრია, ქურდაძე და ანთიძე[1].
  • თურქმენეთის სსრ — სახათ მუდაროვი და სხვები.
  • უზბეკეთის სსრ —ტაჯიევი და სხვები.
  • ტაჯიკეთის სსრ — ხოჯაევი და სხვები.

დღის წესრიგი:

  1. სსრკ მთავრობის საანგარიშო მოხსენება (ა. რიკოვი);
  2. მრეწველობის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივები (ვ. კუიბიშევი);
  3. სოფლის მეურნეობის ძირითადი ამოცანები სახალხო მეურნეობის საერთო განვითარებისა და ქვეყნის ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებით (მ. კალინინი);
  4. ქვეყნის თავდაცვა, წითელი არმიის მდგომარეობა (კ. ვოროშილოვი);
  5. კონსტიტუციური საკითხები;
  6. სსრკ ცაკის არჩევნები.

ყრილობამ მოიწონა საბჭოთა მთავრობის საქმიანობა. კუიბიშევის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ მთელი მრეწველობის პროდუქცია 1926-1927 სამეურნეო წლებში 20%-ით გაიზარდა, წარმოებების საშუალებების დამამზადებელი მრეწველობის პროდუქციის მოცულობამ 23%-ს მიაღწია. შესაბამის დადგენილებაში მთავრობას დაევალა უმოკლეს დროში შეემუშავებინა სსრკ სახალხო მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგმა. კალინინის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ საბჭოთა სახელმწიფო ისტორიაში პირველად იყენებს საკითხს სოფლის მეურნეობაზე, როგორც საერთოდ სახალხო მეურნეობის განუყოფელ ნაწილზე. მოხსენებაში სპეციალური თავი დაეთმო კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების განვითარებას. ყრილობამ განსაზღვრა სოფლის მეურნეობის ამოცანები ქვეყნის ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებით. ვოროშილოვის მოხსენებაში აღინიშნა იმ ღონისძიებათა გატარების აუცილებლობის შესახებ, რაც საჭირო იყო სსრკ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის. ყრილობამ დაადასტურა სსრკ ხალხთა ნება სხვა ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებისათვის. ყრილობამ შეიტანა ცვლილებები სსრკ კონსტიტუციაში (დადგინდა წარმომადგენელთა ნორმები საბჭოების საბჭოტა ყრილობებზე: საქალაქო საბჭოდან 1 დეპუტატი 25 ათას ამომრჩეველზე; საბჭოების საგუბერნიო და საოლქო ყრილობებისაგან — 1 დეპუტატი 125 ათას ამომრჩეველზე. ყრილობამ შექმნა საგარეო და საშინაო ვაჭრობის ერთიანი სახალხო კომისარიატი. ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოს მიეცა სსრკ გაერთიანებული სახალხო კომისარიატის უფლებები.

ყრილობამ აირჩია სსრკ-ის ცაკი 48 ეროვნების წარომადგენლებისაგან.

1927 წლის 27 აპრილს ჩატარდა სსრკ-ის IV მოწვევის ცაკის I სესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. газ. «Советская Абхазия», №75 (1642), 6 апрель, 1927
  2. газ. «Советская Абхазия», №94 (1661), 29 апрель, 1927