სრულიად რუსეთის საბჭოების VIII ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუშათა, გლეხთა, წითელარმიელთა და კაზაკთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის VIII ყრილობა (რუს. VIII Всероссийский Съезд Советов Рабочих, Крестьянских, Красноармейских и Казачьих Депутатов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მერვე ყრილობა, მიმდინარეობდა 1920 წლის 22-29 დეკემბერს მოსკოვში. ესწრებოდა 2537 დელეგატი გადამწყვეტი ხმით (მათ შორის 2284 კომუნისტი, 67 კომუნისტების თანამგრძნობი, 98 უპარტიო, 8 მენშევიკი, 8 ბუნდელი, 2 მემარცხენე ესერი და სხვა).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღის წესრიგი: სრულიად ცაკისა და სახალხო კომისართა მოხსენება საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ (ვ. ლენინი); მრეწველობის დგომარეობა და მისი აღდგენის ღონისძებები (ა. რიკოვი); ელექტრიფიკაციის შესახებ (გ. კრჟიჟანოვსკი); ტრანსპორტის შესახებ (ლ. ტროცკი); სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარებისა და გლეხთა მეურნეობის დახმარების შესახებ (ი. ტეოდოროვიჩი); საბჭოთა ორგანოების მოღვაწეობის გაუმჯობესების შესახებ ცენტრსა და ადგილებზე, ბღზოლა ბიუროკრატიმთან (გ. ზინოვიევი); სრულიად რუსეთის ცაკის არჩევნები.

ყრილობის მუშაობა მიმდინარეობდა ლენინის უშუალო ხელმძღვანელობით. მეხსენებაში ლენინმა შეაჯამა სამოქალაქო ომის შედეგები და დასახა ქვეყნის წინაშე მდგომი მთავარი პოლიტიკური და სამეურნეო ამოცანები. ყრილობამ მიიღო რეზოლუცია მტავრობის პოლიტიკის მხარდასაჭერად, აგრეთვე დადგენილებები სახალხო მეურნეობისა და მრეწველობის დარგებში. ყრილობის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო რუსეთის ელექტრიფიკაციის გეგმის (გოელრო) განხილვა და დამტკიცება, რომელიც ვ. ლენინის ინიციატივითა და მითითებით იყო შედგენილი. ყრილობამ ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტები, რომლებიც ეხებოდა სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტს, მიიღო ახალი დებულება შრომისა და თავდაცვის საბჭოს შესახებ.

ყრილობამ აირჩია სრულიად რუსეთის VIII მოწვევის ცაკი 400 კაცის ოდენობით (300 წევრი და 100 კანდიდატი), დააწესა რსფსრ-ის შრომის წითელი დროშის ორდენი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]