სპარუსისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპარუსისებრნი
Diplodus vulgaris.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Sparidae

სპარუსისებრნი (ლათ. Sparidae) — თევზების ოჯახი ქორჭილასნართა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 10-150 სმ აღწევს. სხვადასხვაგვარი შეფერილობა აქვთ. მტაცებლები არიან, იკვებებიან აგრეთვე პლანქტონით. სპარუსისებრნი შეიცავს 30-ზე მეტ გვარს. გავრცელებული არიან მსოფლიო ოკეანის ზომიერ და ტროპიკულ წყლებში. შავ, აზოვის და იაპონიის ზღვებში ბინადრობს 8 გვარის 9 სახეობა. ჰერმაფროდიტები არიან. უმრავლესობა რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება ზღვის კარჩხანა (Diplodus annuloris) და ოქროსფერი სპარუსი (Sparus aurata).

ლიტერატურა[რედაქტირება]