სომალის სამოქალაქო ომი (2009–დღემდე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომალის სამოქალაქო ომი (2009–დღემდე)
სომალის სამოქალაქო ომი ნაწილი

სომალის სამხედრო მდგომარეობა, ნოემბერი, 2022
   ალ-შაბააბის კონტროლქვეშ
   ისლამური სახელმწიფოს კონტროლქვეშ
   ხატუმოს კონტროლქვეშ
   სადავო ტერიტორია
თარიღი 31 იანვარი, 2009 – დღემდე
(15 წელი, 2 თვე, 2 კვირა და 2 დღე)
ძალები
7,000–12,000 (2022)[1]
  • 1,200 უცხოელი მებრძოლი (2011)[2]

ისლამური სახელმწიფო 200–300[3]

სომალის დროშა 15,000 (2020)[4]
18,000 (2022)[5]
2,000 (2013)[6]
1,000 (2010)[7]
აშშ-ის დროშა ~600 (2019)[8]
დანაკარგები
26,444 მკვდარი[9] სომალის დროშა
23,377 მკვდარი[10]

1,884 მკვდარი[11][12]
აშშ-ის დროშა
3 მკვდარი, 2 მკვდარი კონტრაქტორი
5 დაჭრილი[13][14][15]
4,365 მკვდარი (2015)[16]

იანვარი, 2009 – ოქტომბერი, 2012:
4,093[17][18]–6,310[19][20][21] მკვდარი
10,938 დაჭრილი[17][18] დაღუპულთა რაოდენობა ჯამურად: 54,687+ (2022 წლის მონაცემები)[22]

სომალის სამოქალაქო ომი (2009–დღემდე) — სომალის სამოქალაქო ომის ფაზა, რომელიც კონცენტრირებულია სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში. დაიწყო 2009 წლის იანვრის ბოლოს კონფლიქტით, ძირითადად , სომალის ფედერალური მთავრობის ძალებს, რომლებსაც ეხმარებოდნენ აფრიკის კავშირის სამშვიდობო ჯარები და ალ-კაიდასთან კავშირში მყოფი ალ-შაბააბის მებრძოლებს შორის.

კონფლიქტი დაიწყო 2009 წლის იანვარში, როდესაც ეთიოპიის ჯარები გამოვიდნენ სომალიდან, რის შედეგადაც ქვეყანაში გაჩნდა ძალაუფლების ვაკუუმი. ალ-შაბააბი სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენებას აპირებდა. ისლამისტებმა, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს დღემდე ბაიდოას, გარდამავალი ფედერალური მთავრობის (TFG) დროებითი დედაქალაქის აღებით. ალ-შაბააბმა გააგრძელა კონფლიქტი გარდამავალ ფედერალურ მთავრობასა და სომალის აფრიკული კავშირის მისიის წინააღმდეგ 2010 წლის განმავლობაში და დიდი წარმატებით სარგებლობდა სამთავრობო ძალებთან ბრძოლისას. ორგანიზაციის ადგილობრივი მხარდაჭერა თანდათან იზრდებოდა, რასაც ნაწილობრივ დაეხმარა მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც დაინერგა ალ-შაბააბის მიერ მართულ რაიონებში. [23]

კენიის შეჭრა სამხრეთ სომალიში, ოპერაცია ლინდა ნჩი, დაიწყო 2011 წლის ოქტომბერში. კენიის მთავრობა შეშფოთებული იყო ლტოლვილთა მზარდი კრიზისით და არასტაბილურობით ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ და აპირებდა ბუფერული ზონის შექმნას, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტის გამძაფრება კენიის ტერიტორიაზე. ალ-შაბააბი კენიის ინტერვენციის მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა, რომელსაც შეუერთდა გარდამავალი ფედერალური მთავრობის და სომალის აფრიკული კავშირის მისიის ჯარები. ისინი დაუპირისპირდნენ ალ-შაბააბის პოზიციებს სამხრეთში და განდევნეს ისლამისტები მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქ კისმაიოდან. სომალიში 2011 წელს იყო ძლიერი შიმშილი, რამაც კიდევ უფრო დასუსტა ალ-შაბააბი. [23] [24]

მიუხედავად მზარდი გამოწვევებისა, ალ-შაბააბი კვლავ აკონტროლებს ტერიტორიის დიდ ნაწილს სამხრეთ სომალიში. ის სარგებლობს გავლენით ბევრ სოფელში და ახლა პრიორიტეტს ანიჭებს პარტიზანულ და ტერორისტულ თავდასხმებს, ვიდრე ტერიტორიების ათვისებას. სომალიში ისლამურმა სახელმწიფომ (ISS) და ჰიზბულ ისლამმა განახორციელეს თავდასხმები ორივე დაჯგუფების წინააღმდეგ. 2013 წელს ჰიზბულ ისლამმა შეაჩერა ძალადობა მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ 2022 წლიდან კვლავ აქტიურია ჩრდილოეთ სომალიში. [25] [26] [27] [28]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს დაარსებული და საერთაშორისოდ აღიარებული, გარდამავალი ფედერალური მთავრობის (TFG) მხარდაჭერა სომალიში მცირდებოდა, მაგრამ შეერთებული შტატები ღიად მხარს უჭერდა 2006 წელს ეთიოპიის სამხედრო ჩარევას, რამაც ხელი შეუწყო მოგადიშოში მეტოქე ისლამური სასამართლოების კავშირის (ICU) განდევნას და გამყარებას. [29] ამ დამარცხების შემდეგ, ისლამური სასამართლოების კავშირი დაიყო რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფად. ზოგიერთი უფრო რადიკალური ფრთა, მათ შორის ალ-შაბააბი, გადაჯგუფდა, რათა გაეგრძელებინა აჯანყება გარდამავალი ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ და ეწინააღმდეგებოდნენ ეთიოპიის სამხედროების ყოფნას სომალიში. 2007 და 2008 წლებში ალ-შაბააბმა მოიპოვა სამხედრო გამარჯვებები, აიღო კონტროლი ცენტრალურ და სამხრეთ სომალის მთავარ ქალაქებსა და პორტებზე. 2008 წლის ბოლოს ჯგუფმა დაიპყრო ბაიდოა, მაგრამ არა მოგადიშო. 2009 წლის იანვრისთვის ალ-შაბააბმა აიძულა ეთიოპიის ჯარები გასულიყვნენ ქვეყნიდან, რის შედეგადაც მათ დატოვეს აფრიკის კავშირის (AU) სამშვიდობო ძალების აღჭრვილობა. [30] ალ-შაბააბი, რომელიც გამოეყო მეამბოხე ზომიერ ისლამისტებს, უარყო სამშვიდობო შეთანხმება და განაგრძო ტერიტორიების დაკავება. მას შეუერთდა ჰიზბულ ისლამი, რომელიც არის ოთხი ისლამისტური ჯგუფის გაერთიანება, მათ შორის სომალის განთავისუფლების ალიანსი - ასმერას ფრაქცია.[31] [32] [33]

2009 წლის 31 იანვარს გარდამავალი ფედერალური მთავრობის პრეზიდენტად აირჩიეს შეიხი აჰმედი.[34] ალ-შაბააბის რადიკალმა ისლამისტებმა დაადანაშაულეს გარდამავალი ფედერალური მთავრობის ახალი პრეზიდენტი სეკულარული გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და განაგრძეს სამოქალაქო ომი მას შემდეგ, რაც ის მოგადიშოში პრეზიდენტის სასახლეში 2009 წლის თებერვლის დასაწყისში ჩავიდა. [35]

სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009–10: ომის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალ-შაბააბმა პირობა დადო, რომ შეებრძოლებოდა მთავრობას. [36] [37] გარდამავალი ფედერალური მთავრობის ახალი პრეზიდენტი შარიფ შეიხ აჰმედი პირველად ჩავიდა მოგადიშოში პრეზიდენტის სტატუსით 2009 წლის 7 თებერვალს. ალ-შაბააბმა და სხვა რადიკალმა ისლამისტებმა რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყეს სროლა მისი მისამართით.[38]

8 თებერვალს სამხრეთ მოგადიშოში მძიმე ბრძოლები დაიწყო. ალ-შაბააბის ლიდერი შეიხ მუხტარ რობოუ (აბუ მანსური) შეხვდა შარიფ აჰმედს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მოგადიშოში ვიზიტის დროს. ამ მოლაპარაკებების დროს შარიფ აჰმედმა თქვა, რომ ის მზად იქნებოდა შარიათის კანონის აღესრულებინა სომალიში, რაც რადიკალური ჯგუფების მთავარი მოთხოვნა იყო. [39] თუმცა, შეიხ მუხტარ რობოუმ, ალ-შააბაბის ყოფილმა წარმომადგენელმა, უარი თქვა შარიფ აჰმედთან მოლაპარაკებებზე და პირობა დადო, რომ გააგრძელებდა ბრძოლას შარიათის კანონის შესაბამისად მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. [40] შეიხ მუხტარ რობოუმ გააფრთხილა ნიგერია, არ გაეგზავნა სამშვიდობოები სომალიში, რადგან ალ-შაბააბს განიხილავდა საფრთხედ. [41] ორი დღის შემდეგ ალ-შაბააბმა დაიწყო შეტევა ბაკულის პროვინციის დასაპყრობად. სამთავრობო მოხელეები, რომლებიც განდევნილი იყვნენ ბაიდოადან, აგროვებდნენ ჯარებს ქალაქ ჰუდურში (ქსუდური) და გეგმავდნენ დიდ შეტევას ბაიდოას ხელახლა აღებისთვის. ისლამისტური ძალები თავს დაესხნენ პროვინციას და მიაღწიეს დედაქალაქს, სადაც დაიწყეს ბრძოლა სამთავრობო ძალების წინააღმდეგ. [42] [43] ბრძოლები ასევე მიმდინარეობდა ვარშიხში. [44]

იმ დროს ალ-შაბაბის სპიკერმა შეიხ მუხტარ რობოუმ (აბუ მანსური) უარყო რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას და ახლად არჩეულ პრეზიდენტს შარიფ აჰმედს შორის ურთიერთშეთანხმება მოხდა. 12 თებერვლის განცხადებაში მან ასევე დაამატა, რომ არ აპირებდა პრეზიდენტთან მოლაპააკებად და რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას უცხოური ჯარების წინააღმდეგ. ალ-შაბააბმა ახალი მთავრობის წინააღმდეგ ომის პირობაც დადო. 22 თებერვალს, ორმაგი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შემდეგ დაიწყო ბრძოლა, რომელიც გაგრძელდა ორი დღის განმავლობაში და დაიღუპა 87 ადამიანი, მათ შორის: 48 მშვიდობიანი მოქალაქე, 15 მეამბოხე და 6 პოლიციელი. პარალელურად, როცა მოგადიშოში მძვინვარებდა ბრძოლები, ალ-შაბააბის ძალებმა აიღეს ქალაქი ჰუდორი, ჩრდილო-დასავლეთით, ბრძოლაში დაიღუპა კიდევ 20 ადამიანი: ჯარისკაცი, 6 მეამბოხე და 4 მშვიდობიანი მოქალაქე. 28 თებერვალს ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტას გარდამავალ ფედერალურ მთავრობასთან . თუმცა, 1 მარტისთვის ცხადი იყო, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი შარიფ აჰმედი დათანხმდა წინადადებებს ზავის შესახებ და შესთავაზა დათანხმებოდა შარიათის კანონის შესრულებას, მაგრამ უარი თქვა ჯარების გადაყვანაზე სამოქალაქო ტერიტორიებიდან. ალ-შაბააბმა 6 მაისს გამოაცხადა, რომ გააგრძელებდა ომს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სომალის აფრიკული კავშირის მისია არ დატოვებდა ქვეყანას. ბრძოლები გაგრძელდა მოგადიშოსა და სომალის ცენტრალურ ნაწილში 2009-2010 წლების განმავლობაში ალ-შაბააბის უპირატესობით.

2011–15: სამთავრობო ძალების პროგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომი სომალიში 2009 წლის ივლისის შუა რიცხვებში.

გაშანდიგის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალ-შაბააბი 2009 წლის ივლისში აკონტროლებდა სომალის მთავრობის მიწების დაახლოებით ნახევარს. მოკავშირეების დახმარებით, სამთავრობო ძალებმა ნელ-ნელა დაიწყეს ტერიტორიების დაბრუნება სხვადასხვა სამხედრო ოპერაციების გზით. 2011 წლის 20 თებერვლის შეტევას ვაფულა ვამუნიინიმ უწოდა „გაშანდიგას ბრძოლა“. [45] სომალის აფრიკული კავშირის მისიის ჯარებმა გაანადგურეს ალ-შაბააბის თხრილების დიდი კომპლექსი, მოკლეს ალ-შაბააბის ექვსი მეთაური მოგადიშოში. [46] თებერვლის ბოლოს, არეულობამ კვლავ გადაინაცვლა მოგადიშოში ერთი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმისა და ძლიერი დაბომბვის სახით, როდესაც ალ-შაბააბის მებრძოლები ცდილობდნენ დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას. [47] [48] [49]

ალ-შაბააბის დამარცხება მოგადიშოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010-11 წლებში მოგადიშოს ბრძოლა დაიწყო, როდესაც ალ-შაბააბის მებრძოლებმა დაიწყეს შეტევა ქალაქის დასაპყრობად. ბრძოლა მალევე წარიმართა სამთავრობო ძალების სასარგებლოდ, რომლებმაც შეძლეს მებრძოლთა ჯგუფის განდევნა 2011 წლის 11 ოქტომბრისთვის [50] . ქალაქი სრულად აიღეს 2012 წლის 7 სექტემბერს გარდამავალი ფედერალური მთავრობის ჯარებმა. ქალაქში თვითმკვლელ ტერორისტთა აფეთქებები გაგრძელდა 2020 წლამდე. [51]

2016 წელი: ელ-ადის ბრძოლა და ალ შაბააბის აღორძინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 15 იანვარს ალ შაბააბმა შეუტია კენიის მიერ მართულსომალის აფრიკული კავშირის მისიის ბაზას ელ-ადიში, სომალი. მათ გადალახეს კომპლექსი და დაიღუპა დაახლოებით 60 ჯარისკაცი. შემდეგ ალ შაბააბმა დაიბრუნა მნიშვნელოვანი ქალაქი მარკა, 45 კმ დედაქალაქიდან . [52]

2017 წელი: ამერიკის ჩართულობის გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის მარტის ბოლოს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც აშშ-ს აფრიკულ სამხედრო ოლქს მეტი თავისუფლება მინიჭა კონტრტერორისტულ ოპერაციებში.

Military.com იტყობინება, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს, რომ ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა განახორციელა ორი საჰაერო თავდასხმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სომალიში, გამოიყენეს მინიმუმ ექვსი რაკეტა. დარტყმები განხორციელდა სომალის მთავრობასთან კოორდინაციით; ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა სომალიში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა. [53] ამის შემდეგ პერიოდულად ახორციელებდა აშშ თავდასხმებს ალ-შაბააბისა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ.

2018–დღემდე: მიმდინარე პარტიზანული ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები მსოფლიოში

2019 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლისთვის შეერთებული შტატები აქტიურად იყო ჩართული ომში, საჰაერო დარტყმების გამოყენებით. [54]

12 ივლისს, ქვემო ჯუბაში, კისმაიოში, ავტომობილის და ცეცხლსასროლი იარაღის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 26 ადამიანი, მათ შორის ორი ცნობილი ჟურნალისტი და ცხრა უცხოელი. 22 ივლისს მოგადიშოში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 28 კი დაშავდა. 24 ივლისს, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა მოგადიშოს მერის ოფისში, რის შედეგადაც მთავრობის ექვსი წარმომადგენელი დაიღუპა. მერი აბდირაჰმან აბდი ოსმანი გადაიყვანეს დოჰაში, კატარის საავადმყოფოში, მაგრამ 1 აგვისტოს დაიღუპა. [55] [56]

26 აგვისტოს სომალის არმიამ ალ-შაბააბიდან ბურვერინი დაიპყრო. [57]

28 დეკემბერს, ალ-შაბააბის თვითმკვლელმა ტერორისტმა მოგადიშოში პოლიციის საგუშაგოსთან თავი აიფეთქა და 85 ადამიანი დაიღუპა.

2020 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

5 იანვარს ალ-შაბაბის ბოევიკებმა თავს დაესხნენ სამხედრო ბაზის კემპ სიმბას საჰაერო ზოლს, რომელსაც აშშ და კენიელი ძალები იყენებდნენ. დაიღუპა ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ორი კონტრაქტორი; სროლის შედეგად დაიჭრა ორი ამერიკელი სამხედრო, ასევე დაიღუპა ოთხი მებრძოლი. [58]

19 მარტს სომალის არმიამ აშშ-ს სამხედროების მხარდაჭერით ალ-შაბააბის მიერკონტროლირებადი აიღო ქალაქი ჯამალე.

31 მაისს სომალელმა სამხედროებმა დახვრიტეს დაახლოებით 18 ალ-შაბააბის მებრძოლი და რამდენიმე დაჭრეს სამხრეთ ქვემო შაბელეს რეგიონში ჩატარებული ოპერაციის დროს.

2021 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7 თებერვალს გზისპირა ბომბი აფეთქდა დუშმარებში, გალგუდუდში, რის შედეგადაც დაიღუპა 12 აგენტი, რომლებიც მუშაობდნენ ეროვნული დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტოში. დაღუპულთა შორის იყო სადაზვერვო სააგენტოს ადგილობრივი ხელმძღვანელი აბდირაშიდ აბდუნური. [59]

2022 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

12 იანვარს, ალ-შაბააბმა აიღო პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომლის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა მოგადიშუს საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, დაწესებულებაში, სადაც მდებარეობს შეერთებული შტატების საელჩო და სხვა დიპლომატიური ოფისები. ჯგუფმა რადიომიმართვის საშუალებით განაცხადა, რომ დაბომბვის სამიზნე იყო „თეთრკანიანი ოფიციალური პირების“ კოლონა.

2023 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 იანვარს სომალის არმიამ ალ-შაბააბისგან გაათავისუფლა ჰარარდერი და გალკადი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. UN report indicates al-Qaeda and ISIS enjoy safe haven in Turkish-controlled Idlib (February 9, 2022). ციტირების თარიღი: 15 February 2022
  2. Somalia: Ideologial Differences Split Somalia's Al-Shabaab. allAfrica.com (20 December 2009). ციტირების თარიღი: 20 April 2011
  3. Maruf, Haran. IS Militants Seize Town in Somalia's Puntland. Voice of America. ციტირების თარიღი: 29 October 2016
  4. Robinson, Colin D. "Rebuilding armies in southern Somalia: What currently should donors realistically aim for?," Conflict, Security & Development (2021): 320, 330-331.
  5. Is the AU mission in Somalia changing in name only? (29 March 2022).
  6. Etpu – United Nations Security Council Report: Somalia. ციტირების თარიღი: 20 April 2011
  7. Shabaab absorbs southern Islamist group, splits Hizbul Islam – The Long War Journal. longwarjournal.org (February 2010). ციტირების თარიღი: 29 March 2015
  8. Browne, Ryan. (30 September 2019) US airstrikes help repel al-Shabaab attack on US base in Somalia.
  9. Al Shabaab: Number of Deaths 2009–2021.
  10. Somalia Government: Number of Deaths 2009–2021.
  11. Over 1800 AMISOM killed.
  12. An Update on How Many Fatalities AMISOM Has Suffered (10 September 2019).
  13. „Somalia conflict: One US soldier killed, four wounded in firefight“. BBC News. 9 June 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 June 2018. ციტირების თარიღი: 14 June 2018.
  14. Cooper, Helene (9 May 2017). „Navy SEAL Who Died in Somalia Was Alongside, Not Behind, Local Forces“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 September 2017. ციტირების თარიღი: 3 June 2017.
  15. „Camp Simba: Three Americans killed in Kenya base“. BBC News. 5 January 2020.
  16. ACLED Version 6 (1997–2015). Armed Conflict Location & Event Data Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 13 January 2015
  17. 17.0 17.1 allafrica More Than 1,700 Killed in Clashes in 2009 დაარქივებული 12 October 2012 საიტზე Wayback Machine. , 1 January 2010
  18. 18.0 18.1 IRIN Africa Accusations traded over rising casualties at Mogadishu market დაარქივებული 6 December 2010 საიტზე Wayback Machine. , 2 December 2010
  19. Database – Uppsala Conflict Data Program. UCDP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 19 April 2013
  20. c.f. UCDP datasets for SNA, ARS/UIC and Al-Shabaab tolls.
  21. UCDP non-state conflict დაარქივებული 4 March 2016 საიტზე Wayback Machine. tolls
  22. ACLED Dashboard. ACLED.
  23. 23.0 23.1 The History of Al Shabaab.
  24. Chonghaile, Clar Ni (28 September 2012). „Kenyan troops launch beach assault on Somali city of Kismayo“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 September 2013. ციტირების თარიღი: 28 September 2012.
  25. Harun Maruf. (9 June 2017) Somali Officials Condemn Attacks, Vow Revenge. Voice of America. ციტირების თარიღი: 28 June 2017
  26. Al Shabaab surges bombings amid Somali political crisis. Critical Threats (2022-01-28). ციტირების თარიღი: 2022-09-09
  27. Besheer. (2022-02-15) Terror Attacks Surge as Elections Drag in Somalia. VOA. ციტირების თარიღი: 2022-09-09
  28. Somali Islamists al-Shabab and Hizbul Islam 'to merge' (20 December 2010).
  29. Ethiopian Invasion of Somalia. Globalpolicy.org (14 August 2007). ციტირების თარიღი: 20 April 2011
  30. USCIRF Annual Report 2009 – The Commission's Watch List: Somalia. Unhcr.org (1 May 2009). ციტირების თარიღი: 20 April 2011
  31. Moderate Islamists seize town from Somali insurgents. Monstersandcritics.com (29 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 20 April 2011
  32. Moderate Islamic group claims victory over rival hardline group. Mareeg.com (1 January 1996). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 20 April 2011
  33. Ahlu Suna Wal Jamea supported by Ethiopian government. Ethioforum.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 20 April 2011
  34. „Moderate Islamist picked as Somali president“. CNN. 31 January 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 February 2009. ციტირების თარიღი: 20 April 2011.
  35. Sheikh, Abdi (7 February 2009). „Rebels target new president“. In.reuters.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2009. ციტირების თარიღი: 20 April 2011.
  36. Somalia: Islamist Groups Merge to Fight Sheikh Sharif. allAfrica (4 February 2009). ციტირების თარიღი: 9 June 2016
  37. Somalia: Islamic Party Insurgents Declare War on New Govt. allAfrica (7 February 2009). ციტირების თარიღი: 9 June 2016
  38. Radical Islamists attack new president Ahmed's palace.
  39. Somalia: President Ready to Practice Sharia Law. allAfrica (9 February 2009). ციტირების თარიღი: 9 June 2016
  40. Somalia: Al Shabaab Leader Speaks, More Fighting in Mogadishu. allAfrica.com (13 May 2009). ციტირების თარიღი: 20 April 2011
  41. Somalia: Al-Shabaab Spokesman Denies Media Reports. ციტირების თარიღი: 9 June 2016
  42. Somalia: Tensions in Southwest Between Govt Forces, Al Shabaab. ციტირების თარიღი: 9 June 2016
  43. Somalia: Government Soldiers And Islamists Fight in South-Western Town. ციტირების თარიღი: 9 June 2016
  44. Somalia: Five Killed in Fighting Between Clan and Islamist Militias. ციტირების თარიღი: 9 June 2016
  45. SomaliaReport: AMISOM Vows To Keep Fighting For Mogadishu. ციტირების თარიღი: 29 March 2015
  46. AMISOM Smashes Extremist's Urban Trench System. Garowe Online (22 February 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 20 April 2011
  47. Suicide car bomb killed 20 people in Mogadishu. Garowe Online (21 February 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 20 April 2011
  48. 12 killed in continued clashes in Mogadishu. Garowe Online (22 February 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 20 April 2011
  49. 15 civilians killed in Mogadishu_clashes. Garowe Online (25 February 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 20 April 2011
  50. „Somalia clashes force Mogadishu hospital to close“. BCC. 11 October 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 October 2011. ციტირების თარიღი: 18 October 2011.
  51. „Somalia: Mogadishu suicide bombers attack restaurant“. BBC. 3 November 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2012. ციტირების თარიღი: 27 November 2012.
  52. The resurgence of Al Shabaab in Somalia and implications for the humanitarian sector. ციტირების თარიღი: 2 April 2016
  53. US Carries Out 1st Airstrikes Against ISIS in Somalia. Military.com (4 November 2017). ციტირების თარიღი: 7 December 2017
  54. Drone Strikes: Somalia. ციტირების თარიღი: 26 October 2019
  55. Reuters (22 July 2019). „At Least 17 Killed in Bomb Attack in Somalia Capital“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 1 August 2019.
  56. „Suicide bomber attacks Mogadishu mayor's office“ (ინგლისური). 24 July 2019. ციტირების თარიღი: 1 August 2019.
  57. Somali Army Seize Major Al Shabaab Taxation Hub (26 August 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 27 იანვარი 2023.
  58. „Attack on US military base in Kenya kills three“ (ინგლისური). 2020-01-05. ციტირების თარიღი: 2020-01-06.
  59. Security agents killed in central Somalia roadside bomb attack (7 February 2021).