ელ-ადის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელ-ადის ბრძოლა, 2016

სომალის პოლიტიკური მდგომარეობა
თარიღი 15 იანვარი, 2016
მდებარეობა ელ-ადი, გედოს რეგიონი, სომალი
შედეგი ალ-შაბააბის გამარჯვება
მხარეები
ალ-შაბააბი სომალის აფრიკული კავშირის მისია[1]

სომალის დროშა სომალი

დანაკარგები
უცნობი [2] კენიის დროშა

150-190 მკვდარი

11 ტყვედ აყვანილი[3]

12 დაჭრილი[4]

12 მკვდარი მოქალაქე[5]

ელ-ადის ბრძოლა — გაიმართა 2016 წლის 15 იანვარს, როდესაც ალ-შაბააბის მებრძოლებმა დაიწყეს შეტევა კენიის მიერ მართულ სომალის აფრიკული კავშირის მისიის (AMISOM) სამხედრო ბაზაზე ქალაქ ელ-ადიში, გედო, სომალი. ეს რჩება ყველაზე სისხლიან თავდასხმად სომალის აფრიკული კავშირის მშვიდობის მხარდამჭერ მისიაში და არის კენიის თავდაცვის ძალების (KDF) ყველაზე დიდი მარცხი 1963 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ. კენიის მთავრობამ მიიღო უკიდურესი ზომები, რათა გადაეფარა დანაკარგები. [6] [7] ბრძოლას მედიამ უწოდა „სამხედრო ხოცვა“ და სამხედრო კატასტროფა. ეს ასევე იყო ყველაზე დიდი სამხედრო მარცხი კენიის ისტორიაში. [3] [8]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს კენია შეუერთდა სომალის აფრიკული კავშირის მისიას. ამ დროისთვის კენიის თავდაცვამ დაიკავა სომალის სამხრეთ გედოს რეგიონი, სადაც დაახლოებით 3000 ჯარისკაცი იყო. [9]

სომალის არმიის გენერალი აბას იბრაჰიმ გურის თქმით, გარდაუვალი თავდასხმის შესახებ მკაფიო და სანდო შეტყობინება დაზვერვისგან გადაეცა ელ-ადის ბაზის მეთაურს 45 დღით ადრე.[10] [4]

შეტევა კენიის არმიის ბაზაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15 იანვარს, დილის ლოცვამდე, 6:30 საათზე, თვითმკვლელმა მებრძოლმა ფეთქებადი ნივთიერებებით დატვირთულ ჯავშანტრანსპორტიორთან ერთად აიფეთქა თავი სომალის აფრიკული კავშირის გარნიზონის ბაზის წინა კარიბჭესთან ელ-ადიში, გედო, სომალი. საბაზო კომპლექსში განთავსებული იყო გარნიზონი, რომელთაც ეკუთვნოდათ კენიის შაშხანები. კენიელ მსროლელთა ორივე ბატალიონი ელ-ადის ბაზაზე არ იმყოფებოდა ორი კვირით. შესაბამისად, იმ დღეს გარნიზონში იყო დაახლოებით 200 კენიელი ჯარისკაცი.

კენიის თავდაცვის ძალების სპიკერის, გენერალ სამსონ მვათეტის თქმით, აფეთქება სამჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე 1998 წელს ნაირობიში შეერთებული შტატების საელჩოს აფეთქება. [1] მასიურმა აფეთქებამ დააზიანა სამეთაურო და საკომუნიკაციო შენობები, ასევე ბაზის შეიარაღებისა და საწვავის საცავი, დაიღუპა ათობით ჯარისკაცი. [11] [12] ალ-შაბააბმა თვითმკვლელ მებრძოლად აბდუქადირ ალი დაასახელა. [13]

თვითმკვლელი მებრძოლის აფეთქება იყო 150-დან 300-მდე ალ-შაბაბის მებრძოლის ქმედების წინამორბედი, რომლებიც თავს დაესხნენ ბაზას რაკეტიანი ყუმბარებით და იარაღით. შეტევისას დაიჭირეს კენიის ჯარისკაცები, რომელთაც ეძინათ და არ იყვნენ საბრძოლო მდგომარეობაში. სასტიკი ბრძოლა გაგრძელდა ერთ საათზე მეტ ხანს, მანამ, სანამ კენიის ჯარები არ განადგურდნენ ან გაიქცნენ ბაზიდან, რომელთაც დევნიდნენ ალ-შაბააბის მეომრები.

სომალის ეროვნული არმიის (SNA) ბაზა, რომელიც მდებარეობს სომალის აფრიკული კავშირის მისიის ბაზიდან 600 მეტრში, დაცარიელდა ჯარისკაცებისგან, რომლებიც, სავარაუდოდ, წინასწარ გააფრთხილეს თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, კენიის სამხედროების თქმით.

ტაქტიკური კრახები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CNN-ის თანახმად, „მებრძოლებმა მარტივად გაარღვიეს ელ-ადის ბარიერები, რამაც გააოცა უსაფრთხოების მრავალი ანალიტიკოსი - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თავდასხმის იგივე სტილი ადრეც განხორციელდა სომალის აფრიკული კავშირის მისიის ძალებზე სისხლიანი თავდასხმების დროს“.

ერთმა დასავლელმა დიპლომატმა, რომელიც სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ცხოვრობს, განუცხადა CNN-ს, რომ ეს აშკარად „ტაქტიკური კატასტროფა“ იყო კენიელებისთვის. „როგორ შეიძლება ორასმა ალ-შაბააბმა გაირბინოს მინდორზე დღისით ისე, რომ კენიელებმა ვერაფერი შეამჩნიონ? სად იყო კენიის თავდაცვის ძალების ტყვიამფრქვევები?“ - იკითხა მან.

მსხვერპლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალ შაბააბმა განაცხადა, რომ ტყვედ აიყვანეს 12 კენიელი ჯარისკაცი, მათ შორის მეთაური. მოგვიანებით, ალ-შაბააბთან ასოცირებულმა მედიამ, გაავრცელა 48 წუთიანი პროპაგანდისტული ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მინიმუმ 63 დაღუპული კენიის თავდაცვის ჯარისკაცის ცხედარი და დატყვევებული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის რამდენიმე ტანკი და საველე არტილერია. მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ მოკლეს 100-ზე მეტი კენიელი ჯარისკაცი, თუმცა ეს მიჩნეული იყო არასრულ რაოდენობად. ამ რიცხვში არ შედის ეთნიკური სომალელი ჯარისკაცები კენიურ ფორმაში.

დაღუპულთა განახლებული რიცხვი ღია წყაროებიდან მიუთითებს, რომ კენიის 141-დან 185-მდე ჯარისკაცი, მათ შორის ყველა ოფიცერი, დაიღუპა საბრძოლო მოქმედების დროს. 40-მდე გადარჩენილმა გაქცევა მოახერხა და გადარჩენილთა რიცხვი დღემდე უცნობია. შემთხვევის ადგილზე 143 ცხედრის დნმ-ის ნიმუში აიღეს, რომელთა უმეტესობა ამოუცნობი იყო და დაწვეს.

შედეგები და რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ სამძიმარი გამოუცხადა ოჯახებს და პირობა დადო, რომ თავდამსხმელები სათანადოდ დაისჯებოდნენ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა კენიის მხარდაჭერა სომალის აფრიკული კავშირის მშვიდობის მხარდაჭერის მისიაში და გამორიცხა ჯარების გაყვანა. [14] კენიელმა ეპისკოპოსებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მწუხარება გამოთქვეს. [15]

სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მუჰამადმა დაგმო თავდასხმა.

ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი სომალის პრეზიდენტთან ჰასან შეიხ მოჰამუდთან ერთად სამდღიანი ვიზიტით ეწვია კენიას, რათა დასწრებოდა სამგლოვიარო ცერემონიას კენიაში, ელდორეტში, მოის არმიის ყაზარმებში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად.

22 იანვარს, ელ-ადის თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი და ალ-შაბააბის „აბუ ზუბაირის ბატალიონის“ ლიდერი მალიმ ჯანოვი, კენიის სამხედროების ცნობით, მოკლეს საპასუხო საჰაერო თავდასხმის შედეგად.

გადაფარვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CNN-ის თანახმად, „ელ-ადიში მომხდარი დეტალების გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, კენიის მთავრობამ გამოიყენა იშვიათად აღსრულებადი კანონი, რომელიც კრძალავს სურათების ან ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების შიში და განგაში ან ძირს უთხრის უსაფრთხოებას. ერთი ადგილობრივი ბლოგერი, რომელმაც ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ნაჩვენებია თავდასხმის შედეგები, სასწრაფოდ დააკავეს. მოგვიანებით ის ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს“.

„არის აშკარად მცდელობა, შეიყვანონ კენიელები შეცდომაში და დამალონ სიმართლე იმის შესახებ, თუ რაც მოხდა“, - თქვა პატრიკ გათარამ, პოლიტიკურმა კომენტატორმა და კარიკატურისტმა, რომელიც თავდასხმის შემდეგ ადგილობრივ გაზეთებში აკრიტიკებდა კენიის თავდაცვის ძალებს და კენიის მთავრობას. „ეს იმალება, რადგან თავი აარიდონ პასუხისმგებლობას“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „Kenya troops killed by 'huge bomb' in Somalia attack - BBC News“. BBC News (ინგლისური). 21 January 2016. ციტირების თარიღი: 2016-02-02.
  2. Brave and sharp major who led KDF to its worst ambush in Somalia.
  3. 3.0 3.1 No answers from Kenya on deaths of 150 troops
  4. 4.0 4.1 Team, Standard. New details of El Adde attack: Somali general claims KDF received pre-attack intelligence. ციტირების თარიღი: 2016-02-02
  5. UN releases number of KDF soldiers killed in El-Ade raid. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 7 December 2016
  6. Kenya: KDF Soldiers 'Will Fight On Until There Is Peace in Somalia'. ციტირების თარიღი: 2016-02-02
  7. Nigeria and Somalia to honour Kenya's fallen soldiers in El Adde | Diplomat News Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-02. ციტირების თარიღი: 2016-02-02
  8. Shabab and East African Front Militants Compete for Notoriety
  9. Amisom releases photos of el Adde attack, says it is 'payback time'.
  10. OLLINGA, SILAH KOSKEI AND MICHAEL. DOD asks families of missing KDF soldiers to go for DNA tests to help identify bodies. ციტირების თარიღი: 2016-02-02
  11. Al-Shabab attacks African Union base in Somalia.
  12. Standard Digital News - Probe team seeks role of Somali troops in El Adde ambush.
  13. Al-Shabaab release 48-minute propaganda video about El-Adde raid.
  14. Kenya President: Al-Shabab Will Pay 'Heavy Price'. ციტირების თარიღი: 2016-02-02
  15. CatholicHerald.co.uk » Kenya's bishop offers condolences after soldiers killed by al-Shabab. ციტირების თარიღი: 2016-02-04