სკარდუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
სკარდუ
ურდუ سکردو
ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
კოორდინატები 35°18′00″ ჩ. გ. 75°37′00″ ა. გ. / 35.30000° ჩ. გ. 75.61667° ა. გ. / 35.30000; 75.61667
ცენტრის სიმაღლე 2226±1 მეტრი
ოფიციალური საიტი http://www.skardu.pk/
სკარდუ — პაკისტანი
სკარდუ

სკარდუ (ურდუ سکردو) — ქალაქი პაკისტანის ადმინისტრერებადი გილგიტ-ბალტისტანის ტერიტორიაზე, ქაშმირის კონფლიქტურ რეგიონში. ამავე სახელწოდების მქონე რაიონისა და ბალტისტანის დანაყოფის დედაქალაქი. საშუალოდ ზღვის დონიდან 2 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სკარდუს ხეობაში, მდინარე ინდისა და შიგარის შესართავთან.[1] ქალაქიდან მახლობლად მდებარე ყარაყორუმის მთიანეთის 8 000-იანი მწვერვალებისკენ გასვლაა შესაძლებელი. მდინარე ინდი ყარაყორუმს ლადაქის ქედისგან გამოყოფს.[2]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკარდუს სახელწოდება ბალტის ენიდან მომდინარეობს და „ორ მაღლობს შორის დაბლობს“ ნიშნავს. ორი მაღალი ადგილი ქალაქი შიგარი და სატპარის ტბაა.[3] ადგილობრივები ქალაქის სახელს ზოგჯერ ისე წერენ, როგორც გამოითქმის: སྐར་དོ་. მაგრამ ზემოთ მოყვანილი მნიშვნელობა შეესაბამება ტიბეტურ სიტყვას: མདོ. ბალტის ისტორიის მანძილზე, ორმხრივი ბგერა , როგორც წინსართი, დაიკარგა, ხოლო ხმოვანი -დ გადაიქცა, ისევე როგორც ტიბეტურის ბევრ სხვა დიალექტში.

სკარდუ პირველად XVI საუკუნის პირველ ნახევარში იხსენიება. მირზა ჰაიდარი (1499-1551) ასკარდუს XVI საუკუნის ტექსტში Tarikh-i-Rashidi Baltistan აღწერს. ევროპულ ლიტერატურაში სკარდუ პირველად მოხსენიებულია ფრანსუა ბერნიესთან (1625-1688), რომელიც ქალაქს ესკერდუდ მოიხსენიებს. ამის შემდეგ ევროპაში შექმნილ აზიის რუკებზე სკარდუცაა დატანილი. რუკაზე Indiae orientalis nec non insularum adiacentium nova descriptio, რომელიც ნიდერლანდელმა გრავიორმა, ნიკოლას ვიშერ II-მ 1680-1700 წლებში გამოაქვეყნა, ქალაქი დატანილია Eskerdow-ს სახელწოდებით.[4]

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზღვის დონიდან 4 114 მეტრის სიმაღლეზე მდებარე,[5] დეოსაის ეროვნული პარკი მეორე უმაღლესი ალპური ვაკეა მსოფლიოში

სკარდუს ხეობა მდინარე ინდისა და შიგარის შესართავთან მდებარეობს. ხეობის სიგანე 10 კმ-ია, ხოლო სიგრძე ― 40 კმ. მახლობლად მდებარე ყარაყორუმში მიმდინარე აქტიური ეროზიის გამო სკარდუს ხეობაში დიდი რაოდენობით დეპოზიტი ილექება.[6] მეცნიერთა შეფასებით, მდინარე ინდისა და შიგარის ხეობის მყინვარების მოქმედების შედეგად სკარდუს ხეობის გაფართოება 3.2 მილიონი წლის წინ დაიწყო და ჰოლოცენამდე (დაახლოებით 11 700 წლის წინ) გაგრძელდა.[6]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატპანის ტბა სკარდუში

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკარდუს აეროპორტი ზღვის დონიდან 2 230 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქის ირგვლივ 4 500-5 800 მეტრის სიმაღლის მწვერვალები მდებარეობს. სკარდუს ზემოთ მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი მყინვარები, მათ შორის: ბალტოროს მყინვარი, ბიაფოს მყინვარი და ჩოგო-ლუნგმის მყინვარი.[6] ზოგიერთი მყინვარი მსოფლიოს უმაღლესი მთებითაა გარშემორყმული, მათ შორისაა: კ2, მსოფლიოში მეორე უმაღლესი მწვერვალი (8 611 მეტრი ზღვის დონიდან), გაშერბრუმ I (8 068 მეტრი ზღვის დონიდან) და მაშერბრუმი (7 821 მეტრი ზღვის დონიდან).[6]

დეოსაის ეროვნული პარკი, მსოფლიოში მეორე უმაღლესი ალპური ვაკე სკარდუს ზემოთ მდებარეობს. სკარდუს ქვემოთ მდებარეობს ნანგა-პარბატის მთა (8 126 მეტრი ზღვის დონიდან).[6]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით სკარდუ ნახევრად უდაბნოს ზონების (BSk) კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ირგვლივ მდებარე მთები პაკისტანის დაბლობისთვის დამახასიათებელ ცხელ არ ატარებს, რის ამოც ზაფხულში სკარდუს კლიმატი ზომიერია. მთები სკარდუს ზაფხულის მუსონებისგან იცავს, შედეგად, ზაფხულში ნალექიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ზამთარი მკაცრია. აპრილ-ოქტომბერში, ტურისტული სეზონის დროს, ტემპერატურა 27 °C-დან (81 °F) 8 °C-ს (46 °F) შორის მერყეობს.

დეკემბრიდან იანვარმდე პერიოდში ტემპერატურა −10 °C-მდე (14 °F) ეცემა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, −24.1 °C (−11 °F), 1995 წლის 7 იანვარს დაფიქსირდა.[7]

ჰავის მონაცემები — სკარდუ
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 13.9 16.7 24.0 29.6 34.4 40.0 41.0 41.0 38.2 31.2 22.9 16.2 41.0
საშუალო მაღალი °C 3.2 6.1 12.4 18.8 23.4 28.7 31.6 31.2 27.2 20.4 13.2 6.5 14.9
საშუალო დაბალი °C −8.0 −4.4 1.5 6.6 9.7 13.4 16.4 16.0 11.4 4.3 −1.9 −5.6 4.1
რეკორდულად დაბალი °C −24.1 −20.0 −13.5 −1.1 0.4 4.0 7.5 7.0 2.6 −4.2 −9.5 −17.2 −24.1
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 27.5 25.9 36.9 31.3 25.3 9.0 9.8 12.2 9.3 7.3 5.6 16.3 172.7
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 64.3 52.0 34.9 25.6 24.6 22.3 27.3 30.7 29.9 31.2 36.6 56.2 29.6
წყარო: Pakistan Meteorological Department[7]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკარდუ ბალტოროს მყინვარის მახლობლად მდებარეობს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მყინვარია.

სკარდუ გილგიტთან გილგიტ-ბალტისტანის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია. რეგიონის მთიანი რელიეფი, სადაც მსოფლისო 14 8 000-იანი მწვერვალიდან 4 მდებარეობს, ტურისტებს, მოლაშქრეებსა და მთამსვლელებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ტურისტული სეზონი აპრილიდან ოქტომბრამდე გრძელდება. სკარდუში მდებარეობს აეროპორტი, რომელიც საერთაშორისო ფრენებსაც ახორციელებს.[8]

სკარდუში მდებარე მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილებია: დეოსაის ეროვნული პარკი, სკარდუს ფორტი, შიგარის ფორტი, კაჩურის ტბები, სატპარის ტბა და სხვ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jettmar, Karl et al. (1985): Zwischen Gandhara und den Seidenstrassen: Felsbilder am Karakorum Highway: Entdeckungen deutsch-pakistanischer Expeditionen 1979–1984. 1985. Mainz am Rhein, Philipp von Zabern.
  • Jettmar. Karl (1980): Bolor & Dardistan. Karl Jettmar. Islamabad, National Institute of Folk Heritage.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pirumshoev & Dani, The Pamirs, Badakhshan and the Trans-Pamir States 2003, p. 245.
  2. Skardu, District. Skaardu District. Skardu.pk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 23 November 2016
  3. Dani, The Western Himalayan States 1998, p. 219
  4. Southern Tibet : vol.7 / Page 91 (Grayscale High Resolution Image).
  5. Ahmed, M. (2015), „Interdependence of Biodiversity, Applied Ethnobotony and Conservation“, Climate Change Impacts on High-Altitude Ecosystems, Springer, p. 456, ISBN 978-3-319-12859-7, https://books.google.com/books?id=v1X1CAAAQBAJ&pg=PA456
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Schroder Jr, John F. (2002). Himalaya to the Sea: Geology, Geomorphology and the Quaternary. Routledge. ISBN 9781134919772. 
  7. 7.0 7.1 Skardu Climate Data (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 1 October 2019
  8. First international flight from Skardu departs for Dubai with 160 passengers en (2023-08-22). ციტირების თარიღი: 2023-10-21