ბალტოროს მყინვარი
|
|
|
|---|---|
|
|
|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | ყარაყორუმი, პაკისტანი |
| ფართობი | 750 კმ² |
| სიგრძე | 62 კმ |
ბალტოროს მყინვარი — ერთ-ერთი უდიდესი მყინვარი დედამიწაზე პოლარული ტერიტორიების გარეთ. მისი სიგრძე შეადგენს 62 კმ-ს. ფართობი კი — 750 კვ. კმ-ს. ფირნის ველის ხაზის საზღვარი გადის — 5100 მ-ზე. იგი მდებარეობს ცენტარულ ყარაყორუმში, ბალტორო-მუზტაგისა (ჩრდილოეთით) და მაშერბრუმის (სამხრეთით) ქედებს შორის. იგი წარმოადგენს მთავარ მისასვლელ გზას ყარაყორუმის თითქმის ყველა უმაღლეს მწვერვალამდე.
ბალტოროს მყინვარის სიგრძე 62 კმ. იანგარიშება მის შენაკადთან ერთად, რომელსაც ეწოდება სამხრეთი გაშერბრუმი. ის სათავეს იღებს 7200 მ სიმაღლის პლატოზე, გაშერბრუმ III (7946 მ.) და გაშერბრუმ IV (7932 მ.) მწვერვალებს შორის. გაშერბრუმ IV-ის დასავლეთით, ბალტოროს მყინვარს, დაახლოებით 4600-4650 მ. სიმაღლეზე, უერთდება მსხვილი შენაკადი გოდვინ ოსტენი (Godwin-Austen Glacier). მათი შეერთების შედეგად წარმოქმნილ ფართო და სწორ სივრცეს უწოდებენ კონკორდიას (Concordia). კონკორდიას ქვემოთ მყინვარი მიედინება თითქმის მკაცრად დასავლეთით და მთავრდება 3400 მ. სიმაღლეზე. ის სათავეს აძლევს მდინარე შიგარს, რომელიც წარმოადგენს მდ. ინდის შენაკადს.