სკალარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სკალარი (ლათ. scalaris – კიბისებრი, საფეხურებიანი) — სიდიდე (სიგრძე, ფართობი, დრო, მასა, სიმკვრივე, ტემპერატურა და სხვა) , რომლის ყოველი მნიშვნელობა შეიძლება გამოისახოს ერთი ნამდვილი რიცხვით. ტერმინი სკალარი (ზოგჯერ აღქმულია რიცხვის სინონიმად) გამოიყენება ვექტორულ აღრიცხვაში, სადაც იგი უპირისპირდება ვექტორს[1].
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 416, თბ., 1985 წელი.