სიცილიური კლანი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სიცილიური კლანი“
ჟანრი კრიმინალური დრამა
რეჟისორი ანრი ვერნეი
პროდიუსერი ჟაკ-ერიკ სტრაუსი
სცენარის ავტორი ანრი ვერნეი, ჟოზე ჯოვანი, პიერ პელეგრი.
ნაწარმოები ოგიუსტ ლე ბრეტონი
როლებში ჟან გაბენი, ლინო ვენტურა, ალენ დელონი
კომპოზიტორი ენიო მორიკონე
ოპერატორი ანრი დეკაე
სტუდია Les Productions Fox Europa, Les Films du Siècle
დისტრიბუტორი 20th Century Studios
პრემიერა 9 დეკემბერი, 1969 (1969-12-09)
ხანგრძლივობა 120 წთ.
ქვეყანა საფრანგეთის დროშა
ენა ფრანგული, იტალიური, ინგლისური
ბიუჯეტი 4,2 მილიონი $
შემოსავალი 9,25 მილიონი $
საიტი IMDb ID 0064169

სიცილიური კლანი (ფრანგ. Le Clan des Siciliens) - ფრანგული კრიმინალური დრამა, გადაღებული 1969 წელს, რეჟისორ ანრი ვერნეის მიერ. მთავარ როლში ჟან გაბენი, ლინო ვენტურა და ალენ დელონი. ფილმი გადაღებულია ოგიუსტ ლე ბრეტონის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მძარცველი როჟე სარტი (ალენ დელონი), რომელიც ორი პოლიციელის მკვლელობისთვისაა დაკავებული სასამართლოში დახვრეტას მიუსჯიან და უკან ციხეში გადაყავთ. გზაში ავტოფურგონიდან მანალეზეს კლანის დახმარებით გაიქცევა. კლანი საფრანგეთში სიცილიიდანაა გადმოსული. გამომძიებელი ალენ ლე გოფი (ლინო ვენტურა) ძებნაში ჩაერთვება.

როჟე კლანის უფროს ვიტო მანალეზეს (ჟან გაბენი), რომის მუზეუმიდან ძვირფასეულობის გამოფენის გაძარცვას შესთავაზებს. სიცილიელლები გაქცეულს საკუთარ სახლში მიუჩენენ ბინას, ის კი ერთ-ერთი შვილის ალდოს ცოლს ჟანას დაადგავს თვალს. ალენი როჟეს დას მონიკას, რომელიც რესტორანში მოლარედ მუშაობს დაუწესებს თვალთვალს. როჟე ბორდელში გაიპარება გასართობად, სადაც ალენი დაადგება, თუმც მოასწრებს გაქცევას.

როჟე კლანისთვის მუზეუმის სიგნალიზაციის გეგმას მოიპოვებს, რომელიც მისმა თანასაკნელმა ინჟინერმა ბალერმა დაამონტჟა. ვიტო ამერიკაში მყოფ ნაცნობს, დონ ანტონიოს დაურეკავს და რომის მუზუემში მიიყვანს. იგი შეამოწმებს სიგნალიზაციას და ეტყვის რომ ამ ეტაპზე მისი გაძარცვა შეუძლებელია, ხოლო თუ რამეს მოიფიქრებს შეატყობინებს. მალე მისთან ტონის კაცი ჟაკი მივა და გადაწყვეტენ, ძვირფასეულობა თვითმფრინავიდან გაიტაცონ, რომელიც ამერიკაში მიაქვთ გამოსაფენად. ვიტო ფოტოგრაფ მალიკს პასპორტების დამზადებას დაავალებს, თუმც მას გამომძიებელი ალენი დაადგება და ფოტოებს მოთხოვს. მალიკი დააზინებს ფოტოებს, თუმც ალენი მანალეზეს თანამშრომლის ლეონის ნომერს იპოვნის და მიაკითხავს. ვიტო მოატყუებს გამომძიებელს და ეტყვის რომ ლეონი დიდი ხნის წინ გააგდო და არ აქვს კონტაქტი.

როჟე სანაპიროზე ჟანას შეხვდება, კოცნას დაუწყებს და ვიტოს შვილიშვილი დაიანახავთ. ჟანა თხოვს რომ არავის უთხრას.

კლანი გაიგებს რომ რომიდან ლონდონში ჩამოდის ძვირფასეულობის დაზღვევის აგენტი ედვარდ ევანზი. ჟანი მას აეროპორტში როგორც იტალიის კონტრდაზვერვის თანამშრომლად გაეცნობა, გათოკავს და მის ადგილს დაიკავებს. თვითმფრინავში, რომელსაც ძვირფასეულობა გადააქვს ჟანი როგორც ედავრდ ევანზი ისე შევა და იარაღს შეიტანს. თვითმფრინავში კლანის ყველა წევრიც ავა, ჟანი მათ იარაღს დაურიგებს და თვითმფრინავს გაიტაცებენ. ნიუ-იორკის აეროპორტის ნაცვლად ავტოსტრადაზე დასვავენ, სადაც ანტონიოს ხალხი გადმოზიდავს ძვირფასეულობას. ჟანი რომში გაფრინდება, მანალეზეების კლანი კი პარიზში. საფრანგეთში ჩასულები ვიტოს შვილიშვილისგან გაიგებენ რომ ჟანა და როჟე სანაპიროზე ეხვეოდნენ ერთმანეთს და ფრანგის მოშორებას გადაწყვეტენ. როჟეს ბელა-კრუზში გაუშვებენ ყალბი პასპორტით, მაგრამ გაიგებს რომ მთელი ფული კლანმა წაიღო და პარიზში დაბრუნდებას გადაწყვეტს. ჯერ ვიტოს დაურეკავს და ეტყვის რომ მეორე დღეს ჩამოდის. კლანი მის მოსაშორებლად მოემზადება. ამას გაიგებს ჟანა, როჟეს დას დაურეკავს და ყველაფერს ეტყვის. მონიკას კი ალენი უსმენს და მეორე დღეს აეროპორტში პოლიციელებს გაგზავნის. როჟე უფრო ადრე ჩამოვა, რის გამოც აეროპორტში ვერ ნახავენ და პოლიციელები კლანის წევრებს დააკავებენ, ვიტოს გარდა. როჟე ვიტოს დაურეკავს და თანხას მოსთხოვს. ის დათანხმდება, შეხვედრას დაუნიშნავს და ჟანს წაიყვას. შეხვედრისას ვიტო ორივეს მოკლავს და სახლში დაბრუნდება, სადაც ალენი დახვდება და დააპატიმრებს.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
ჟან გაბენი ვიტორიო მალანეზე
ლინო ვენტურა კომისარი ალენ ლე გოფი
ალენ დელონი როჟე სარტი
ირინა დემიკი ჟანა მალანეზე
სინდი ერლ ჩაპლინი ჟაკი (ბანდის მფრინავი)
ამედეო ნაცარი ენტონი ნიკოსია
მარკ პორელი სეგჯიო მანალეზე

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
Laurel Awards 1971 საუკეთესო უცხოური ფილმი სიცილიური კლანი ნომინაცია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]