სიუჟეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიუჟეტი (ფრანგ. sujet — საგანი) — ლიტერატურაში, დრამატურგიაში, თეატრში, კინოსა და თამაშებში — მოვლენათა რიგი (სცენების, სურათების, მოქმედებების, ან აქტების თანმიმდევრობა), რომლებსაც ადგილი აქვს მხატვრულ ნაწარმოებში, (თეატრის სცენაზე, სათამაშო ადგილას), და რომელიც განკუთვნილი და საგანგებოდ დალაგებულია მკითხველისთვის (მაყურებლისთვის, მოთამაშისთვის) დემონსტრაციის გარკვეული წესების მიხედვით. სიუჟეტი, როგორც ამბის გარკვეული წესების დაცვით თხრობა, გადმოცემა, ან მიმდინარეობა, წარმოადგენს ნაწარმოების ფორმის საფუძველს.