სიუდად-ოხედა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სიუდად-ოხედა
Ciudad Ojeda
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი სულია
კოორდინატები 10°12′00″ ჩ. გ. 71°18′00″ დ. გ. / 10.20000° ჩ. გ. 71.30000° დ. გ. / 10.20000; -71.30000
ფართობი 975 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 128 941 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 130 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი ბმული

სიუდად-ოხედა მდებარეობა ვენესუელა

Red pog.svg

სიუდად-ოხედა (ესპ. Ciudad Ojeda) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში, სულიას შტატში. მდებარეობს მარაკაიბოს ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. 2005 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 128 941 ადამიანს შეადგენდა.

ისტორია[რედაქტირება]

ქალაქი დაარსდა 1937 წლის 19 იანვარს, პრეზიდენტ ელეასარ ლოპეს კონტრერასის მიერ,[1] დღეისათვის კი ის მარაკაიბოს ტბის რეგიონის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მთავარი ცენტრია.

სახელის წარმოშობა[რედაქტირება]

სახელი ეწოდა ესპანელი ალონსო დე ოხედას პატივსაცემად, რომელმაც მარაკაიბოს ტბა აღმოაჩინა.

მოსახლეობა[რედაქტირება]

ვენესუელის სხვა ქალაქებთან მიმართებაში, სიუდად-ოხედა საშუალო ზომის ქალაქია დაახლოებით 130 000 მცხოვრებით, რომელთა უმრავლესობაც ვენესუელელია. ასევე არსებობს უცხოური, ძირითადად იტალიური, პორტუგალიური, ჩინური და არაბული საზოგადოებები, რომელთა ხელშიცაა ქალაქის კომერციული საქმიანობის უდიდესი წილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]