სიტყვის თავისუფლებისათვის დაღუპულ ჟურნალისტთა ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიტყვის თავისუფლებისათვის დაღუპულ ჟურნალისტთა ძეგლი
Памятник журналистам, погибшим за свободу слова
კოორდინატები 43°19′29″N 45°40′47″E / 43.324722° ჩ. გ. 45.679722° ა. გ. / 43.324722; 45.679722
მდებარეობა ჟურნალისტთა სკვერი გროზნო, რუსეთი
მასალა გრანიტი
თარიღდება 1973

სიტყვის თავისუფლებისათვის დაღუპულ ჟურნალისტთა ძეგლი (რუს. Памятник журналистам, погибшим за свободу слова) — ძეგლი ჩეჩნეთის რესპუბლიკის გროზნოში. მდებარეობს ჟურნალისტების სკვერში. გაიხსნა 1973 წლის 30 აპრილს, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისათვის მებრძოლთა ძეგლი[1]. 2007 წელს მოხდა ძეგლის რეკონსტრუქცია და მიიღო თანამედროვე სახე და სახელწოდება.

ძეგლის აღწერა და ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი მდებარეობს ქალაქ გროზნოში, ჟურნალისტების სკვერში, გაიხსნა 1973 წლის 30 აპრილს[2][3]. თავდაპირველად ძეგლი ეძღვებოდა საბჭოთა ხელისუფლებისათვის მებრძოლებს.

ძეგლი-სტელა თავისი ფორმით მოგვაგონებს დროშას. ძეგლი შემკული იყო წიტელი გრანიტის ფილებით. ძეგლის ცოკოლი შესრულებული იყო ნაცრისფერი გრანიტით. სტელაზე კი ამოკვეთილი იყო სიტყვები

ვიკიციტატა
„Вечная слава мужественным борцам за Советскую власть.“

1990 წლის 13 მარტს ძეგლი აღიარეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და სახელმწიფო დაცვის ქვეშ აიყვანეს.

1995 და 1999 წლებში საბრძოლო მოქმედებების პერიოდში საკმაოდ დაზიანდა.

2006 წლის დეკემბერში, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების შესვლის 15 წლისთავზე ჩეჩენმა ჟურნალისტებმა თხოვნით მიმართეს ჩეჩნეთის რესპუბიკის მეთაურს რამზან კადიროვს, აღდგენილი პრესის სახლის ახლოს აღემართა იმ ჟურნალისტების ძეგლი, რომლებიც დაიღუპნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. 15 წლის განმავლობაში რესპუბლიკისტერიტორიაზე დაიღუპა დაახლოებით 100 ჟურნალისტი, მათგან 22 იყო ადგილობრივი[4] [5][6].

რამზან კადიროვის ინიციატივით 2007 წლის თებერვალში საბჭოთა ხელისუფლებისათვის მებრძოლათა ძეგლი გადააკეთეს ჟურნალისტების ძეგლად. წიტელი გრანიტის ნაცვლად შავი გრანიტით მოაპირკეთეს, ხოლო ცოკოლი - თეთრი გრანიტით. მონუმენტზე გამოსახეს წიგნი წარწერით რუსულ და ჩეჩნურ ენაზე

ვიკიციტატა
„Журналистам, погибшим за свободу слова - Шайн метта даха аш дитина дош...“

ძეგლის მიმდებარე მოედანზე დააგეს ფილები.

2007 წლის 22 მაისს შედგა რეკონსტრუირებული ძეგლის საზეიმო გახსნა. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობი წევრებმა, მასობრივი ინფორაციის წარმომადგენლებმა და რესპუბლიკის მრავალმა მაცხოვრებელმა[7].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]