სინტაგმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინტაგმა (ბერძ. σύνταγμα) - შესიტყვება, ორი ან მეტი ენობრივი ერთეულის შეხამება მეტყველების ნაკადში. რამდენადაც მეტყველება სმენით აღიქმება, იგი დროში განფენილობით ხასიათდება. ამიტომ მეტყველების ნაკადში ერთმანეთს შეეხამება ერთმანეთის მომდევნო ერთეულები. ჩვეულებრივ სინტაგმას ქმნიან სიტყვათა შეხამებები (შესიტყვებები): ”სახლის + წინ”, ”ქვითკირის + სახლი”, ”სახლში + შევიდა”, ”სახლი + დაინგრა”... მათ გარეგან სინტაგმას უწოდებენ. მაგრამ სინტაგმას შეიძლება ქმნიდეს ისეთი ენობრივი ერთეულები, რომლებიც სიტყვაზე მოკლეა: ”გადა+სახლება”, ”სახლ-ეული”, ”სახლ+კარი”, ”სახლ+მმართველობა”... ამ შემთხვევაში შინაგან სინტაგმაზე ლაპარაკობენ. სინტაგმა შეიძლება შედგებოდეს სიტყვაზე უფრო გრძელი ერთეულებისაგანაც: ”მაღლობზე დგას + ორსართულიანი ქვითკირის სახლი”.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბ. ფოჩხუა, ქსე, ტ. 9, თბ., 1985, გვ. 374