სინოიკიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინოიკიზმი (ბერძნ. synoikismos<synoikizo — ერთად დავასახლებ), დამოუკიდებელი დასახლებების ან ქალაქების ერთიან პოლისად გაერთიანების პროცესი ძველ საბერძნეთში. სინოიკიზმის შედეგად ისპობოდა ტომობრივი განკერძოება, იქმნებოდა ცენტრალური მმართველობის ორგანოები და ერთიანი ეკონომიკური საფუძველი. იზრდებოდა დაქუცმაცებული ტომებისა და თემების სამხედრო ძლიერება. ცნობილია ათენის ირგვლივ ატიკის ცალკეული თემების გაერთიანება - სინოიკიზმი, რომელსაც ტრადიცია მეფე თესევსს (დაახლოებით ძვ. წ. XIII ს.) მიაწერს, სინამდვილეში სინოიკიზმი ხანგრძლივი პროცესი იყო და მთელი IX-VIII საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 9, გვ. 373-374, თბ., 1985