მარხვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარხვა — ზოგიერთი რელიგიის მიერ განსაზღვრული დროით ყოველგვარი ან ცალკეული სახის საკვების (განსაკუთრებით ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების)ასევე არასამარხვო ფიქრების მიღების აკრძალვა.

არასამარხვო ფიქრები- როგორც წესი, არის ფიქრები, რომელიც შეიცავს ისეთი გრძნობების აღქმას, რომელიც აკრძალულია მარხვის პერიოდში. მაგ: არ შეიძლება მამაკაცმა იფიქროს ქალზე, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად უყვარს, ყველაზე მეტად სურს, მაგრამ მისი რელიგიის წარმომადგენელ-წინამძღვრისგან არ მიუღია თანხმობა.

ქრისტიანობაში[რედაქტირება]

სათავეს იღებს შორეულ წარსულში, როცა საკვების სიმცირე მისი დაზოგვის ღონისძიებებს ითხოვდა. შემდეგ მიეცა რელიგიური სანქცია, როგორც "ადამიანის სულის განწმენდისა და განახლების" საუკეთესო საშუალებას, კათოლიკური სარწმუნეობა მრავალდღიან მარხვას არ ითხოვს, მარხულობენ მხოლოდ დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათს, მიძინებისა და შობის კვირაძალზე, ვნების კვირის პარასკევს. პროტესტანტებს არა აქვთ მარხვის დღეები (ანგლიკანების გარდა), განსაკუთრებით ძლიერია მარხვის წესები მართლმადიდებლობაში.

სულ 4 მრავალდღიანი მარხვაა: დიდმარხვა (7 კვირა), წმ. პეტრეს მარხვა (1–5 კვირა), ღვთისმშობლის მიძინების (2 კვირა), საშობაო (6 კვირა), გარდა ამისა – ჯვართამაღლების დღის მარხვა. ოთხშაბათისა და პარასკევისა თითოდღიანი – დანიშნულების მიხედვით, სანათლისღებო (საწყალკურთხევო, ნათლისღების წინადღის), მშობლების გარდაცვალების აღსანიშნავი, დათქმული და სხვა. სულ დაახლოებით ორასი დღე წელიწადში. მარხვის დღეებში იკრძალება სამხიარულო დღეობებში მონაწილეობა, ქორწინების საიდუმლო, ქალთან ურთიერთობა. კათოლიციზმს ასეთი მკაცრი წესები არა აქვს, ნებადართულია რძის მიღება, აგრეთვე შემსუბუქება მორწმუნეთათვის, რომელთაც შიმშილობა ექიმისაგან ეკრძალებათ.

ბასილ კესარიელი წერდა: "მარხვამ დაშრიტა ძალი ცეცხლისაი, დაუყვნა პირნი ლომთანი, მარხვაი ლოცვასა ცად აღამაღლებს... წინამძღუარი არს განსვენებაი, დედაი არს სიმრთელისა, მასწავლებელი ჭაბუკთა, სამკაული მოხუცებულთა, კეთილი თანმავალი მოგზაურთაი".

იუდაიზმში[რედაქტირება]

იუდაიზმში საერთო მარხვის დღეების გარდა (სამსჯავროს დღეები, ღირსსახსოვარი დღეები) მიღებულია მშობელთა მოსახსენიებელი მარხვა და სხვა.

ისლამში[რედაქტირება]

ისლამის მიხედვით, მკაცრი მარხვა, სავმი (რამადანის თვეში, ასევე სხვა დღეებში ნებაყოფლობითი მარხვა) მორწმუნეს უკრძალავს ლუკმის მიღებას მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე. ეს მომქანცველი წესი იწვევს სულიერად მონანიების სურვილს და თვითგვემას, მუსლიმთა თანაგრძნობას მათდამი, ვინც არააა შემძლე თავი გამოიკვებოს და მატერიალური გაჭირვების გამო იძულებულია იშიმშილოს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]