სიმონ ქვარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმონ ქვარიანი (დ. 13 აპრილი, 1868, ქუთაისი — გ. 14 იანვარი, 1946) — ქართველი ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი.

დაამთავრა მონპელიეს უმაღლესი აგრონომიული სასაწავლებელი.

1894–1896 წლებში მსახურობდა თბილისში ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში; 1901 წლიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო სარბიელზე; ათავსებდა წერილებს ქართულ–რუსულ ჟურნალ–გაზეთებში; 1907–1912 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისში; 1918 წელს მენშევიკურმა მთავრობამ მიიწვია ფინანსთა სამინისტროში მდივნად; 1921–1923 წლებში მსახურობდა ბათუმში საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში საქმეთა მმართველად და სამხედრო საზღვაო სასწავლებელში ქართულ–ფრანგული ენის ლექტორად; 1923 წელს თბილისში ფინსახკომში სავალიუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველ სალაროს გამგედ; 1925-1930 წლებში შინვაჭრობის კომისარიატში, საქართველოს ფინსახკომში, საქართველოს წყალთა სამმართველოში, საქართველოს მიწსახკომში; ავტორია ისტორიული თხზულებებისა: „ქართველი ერის უძველესი კულტურა და როლი მსოფლიო ისტორიაში“ (1901), „ხეთი და ნაირი“ (1909), „საქართველოს ისტორია“ (1917); მას ეკუთვნის ასევე მოთხრობები: „ანჟელინა“, „ცაცინა“, „შოთა რუსთაველი“; პუბლიცისტური თხზულებები; წერილები ქართული ლიტერატურის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე; რომანი „დიდი მოურავი“ (1937, თბილისი).

1930 წელს მიიღო შრომის გმირის წოდება.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამხანაგობა "ზღვარი", დამაარსებელი (1900-)
  • კოოპერატიული გამგეობა "შრომა", თავმჯდომარე (1916-)
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1938-)
  • ქართველ მწერალთა კავშირი, წევრი
  • ქუთაისის ქალაქის გამგეობა, წევრი (1913-)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]