სიერა-ნევადა-დე-მერიდა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სიერა-ნევადა-დე-მერიდა (ესპ. Sierra Nevada de Mérida) — ქედი ანდებში, ვენესუელაში. წარმოადგენს კორდილიერა-დე-მერიდის ქედის ყველაზე ვრცელ და მაღალ ნაწილს.
ქედზეა ვენესუელის ყველაზე მაღალი მწვერვალი ბოლივარის პიკი (4981 მ). მნიშვნელოვანი მწვერვალებია: ჰუმბოლდტის პიკი (4940 მ) და ბონპლანის პიკი (4883 მ). ტერიტორია დაცულია სიერა-ნევადის ეროვნული პარკის მიერ.