ბონპლანის პიკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ბონპლანის პიკი |
||
|---|---|---|
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 4883 მ | |
| ქედი | სიერა-ნევადა-დე-მერიდა | |
| პირველი ასვლა | 1911 წელს | |
ბონპლანის პიკი (ესპ. Pico Bonpland) — მწვერვალი ვენესუელაში, მერიდის შტატის ტერიტორიაზე. ბოლივარისა და ჰუმბოლდტის პიკების შემდეგ სიმაღლით მესამე მწვერვალია ვენესუელაში. სიმაღლე 4883 მ. მდებარეობს სიერა-ნევადა-დე-მერიდის ქედზე (ანდები). მეზობლად მდებარე ჰუმბოლდტის პიკთან და პარამოსებთან ერთად ბონპლანის პიკი დაცულია სიერა-ნევადის ეროვნული პარკით. ჰუმბოლდტის პიკთან ერთად იყოფს ქვეყნის უმსხვილეს მყინვარს.
სახელი ეწოდა ფრანგი გეოგრაფის ემე ბონპლანის პატივსაცემად, თუმცა მკვლევარი ვენესუელის ანდებში არასდროს არ იმყოფებოდა. ბონპლანის პიკზე არსებული მყინვარები წარმოადგენენ უკანასკნელი მყინვარული ეპოქის შედეგს.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Jahn A, Observaciones glaciológicas de los Andes venezolanos. Cult. Venez. 1925, 64:265-80