დასავლეთ პოლიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლიანელი

დასავლეთ პოლიანები (პოლ. Polanie) — დასავლეთსლავური ტომი, რომელიც შეადგენდა გვიანდელი პოლონელების ძირითად მასას და მისცა მათ სახელი. ხალხთა დიდი გადასახლების დროს პოლიანები მიახლოებით VI საუკუნეში მოვიდნენ ვისლასა და ოდრას ნაპირებთან. მათ მთავარ ქალაქს წარმოადგენდა გნეზნო. შემდგომში მათ შეძლეს ბევრი მეზობელი მიწების დამორჩილება და თავისი ხელმძღვანელობით სლავი ტომების გაერთიანება. მათ მიერ კონტროლირებად მიწებზე X საუკუნეში წარმოიქმნა დასავლეთ პოლიანების - პოლონეთის სამეფო. პოლიანების მთავრები, და ასევე პოლონეთის პირველი მეფეები მოდიოდნენ პიასტების გვარიდან.

დასავლელი პოლიანების არევა აღმოსავლელ პოლიანებთან, რომლებიც კიევის მახლობლად ცხოვრობდნენ არ ღირს, ისინი აღწერილი ჰყავს ნესტორ მემატიანეს როგორც კიევის რუსეთის შემადგენელი ერთ-ერთი ტომთაგანი.

სახელწოდება[რედაქტირება]

ამ ტომის სახელწოდება სპეციალისტების აზრით მოდის მათი ცხოვრების წესიდან, ანუ ისინი მიწათმოქმედები იყვნენ და სახელწოდებაც აქედანაა Pole - ველი - Polanie, დასახლების საზოგადოების მთავარ უჯრედს წარმოადგენდა მიწათმოქმედი, გლეხი რომელიც მინდვრების, ყანების ახლოს სახლდებოდა ამიტომაც მათ - Opolami-ის უწოდებდნენ[1]. ანუ ხალხი რომლების ყანასთან ცხოვრობს.

პოლონური ტომების განსახლება

ზიგმუნფ დლუგოში შემდეგნაირად აღწერს: მოსახლეობის ზრდასთან ერთად საჭირო ხდებოდა ტყეების მინდვრებად გადაქცევა რასაც პოლიანები წარმატებით აკეთებდნენ - აქედან მიიღეს სახელწოდება Polane მოგვიანებით კი „polaki” [2].

სხვა თეორიის მიხედვით ის მოდის სიტყვა ტომისაგან, plemię – współplemiennik ტომი - თანატომელი, ადამიანები რომლებიც დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან სისხლით, ხორცით და მრწამსით. ზოგიერთი ლინგვისტი ამტკიცებს რომ, შესაძლებელია ეს დაკავშირებული იყოს ტომობრივი ორიგინალური ორგანიზაციის ფორმასთან - opola, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფალი, და მიწის ერთობრივად ფლობა რაც საზოგადოების საფუძველს წარმოადგენდა.

იდენტური სახელწოდების ტომები ცხოვრობდნენ კიევის მიმდებარე ტერიტორიაზე დნეპრის ორივე ნაპირზე. ამ და დასავლეთ სლავურ პოლიანებს შორის კავშირის თეორიას ადრე ბევრი ამტკიცებდა თუმცა ახლა ამ კავშირს საერთოდ უარყოფენ. დღეს ვიტოლდ ხრზანოვსკი, იმის გათვალისწინებით რომ, IX-X საუკუნეებში სახელწოდება პოლიანები არ ჩანს არსად პოლონური მიწებზე, და გამოიყენება მხოლოდ კიევის რუსეთის ტომების აღსანიშნავად ნესტორის ნაშრომებში, ის კიდევ ერთხელ განიხილავს პოლიანების წარმოშობის ან მათი სახელის სესხების საკითხს.

მეცნიერებში ეხლაც გრძელდება დისკუსია პოლიანების დედაქალაქის ადგილმდებარეობის შესახებ. როგორც ბოლო დროინდელმა დენდროქრონოლოგიურმა კვლევებმა გვიჩვენა, ველიკოპოლსკაში (დიდ პოლონეთში) X საუკუნის დასაწყისში ჩვენ საქმე გვაქვს ტომობრივი დასახლებების - ქალაქების ქრონოლოგიური ჰორიზონტების დაშლასთან რომელიც პიასტების წინა პერიოდს მიეკუთვნება. ახალი ქალაქები რომლებიც შეიძლება პოლიანებს დაუკავშიროთ, უნდა წარმოქმნილიყვნენ არა უგვიანეს ვიდრე 930 - 940 წწ. ახ.წ.ა. (გრზიბოვო, მორაჩევო, ლედნიცკის კუნძული, გნეზნო, გიეჩი). არსებობს აზრი რომ პოლიანებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ოთხი ქალაქი: პოზნანი - ყველაზე ძლიერი ციხე-სიმაგრე და ქალაქი, შესაძლებელია რომ ის ყოფილიყო ადმინისტრაციული ცენტრი. გნეზნო - სავარაუდოდ, რელიგიური ცენტრი (არქოლოგიური აღმოჩენები ადასტურებენ წარმართული ტაძრის არსებობას) გიეჩი - პროფ. სოფია კურნატოვსკაიას აზრით ამ ქალაქმა პისტების დროს დაკარგა თავისი მნიშვნელობა რაზეც მეტყველებს დაუმთავრებელი აუშენებელი სახლები. ლედნიცკის კუნძული - გამაგრებული დასახლება ეკლესიით და გრაფის სასახლით, შესაძლებელია მიეშკო I-ის ქალაქი და მისი ნათლობის ადგილი (ეკლესიის იატაკში არის ჩაღრმავება, რომლის ინტერპრეტირება ხდება როგორც მოსანათლი აუზი, მსგავსი აუზი არის პოზნანის ეკლესიის სარდაფში).

ველიკოპოლსკის ათვისების შემდეგ, პიასტებმა დაიწყეს ფართო კომპანია ახალი ქალაქების მშენებლობისა და შემდეგი ტერიტორიული ექსპანსიისა. პოლიანელებმა დაიმორჩილეს

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. კოლექტიური ნამუშევარი "პოლონეთის X-XIII ს. შუა საუკუნეების კულტურა", ვარშავა 1985. Praca zbiorowa "Kultura Polski średniowiecznej X-XIII w.", PIW, Warszawa 1985
  2. ზიგმუნდ გლოგერი, ძველი პოლონეთის კრაკოვის მიწების ისტორიული გეოგრაფია 1903

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სოფია კურნატოვსკაია, პოლონეთის საწყისებთან, პოზნანი 2001
  • ანჯეი ბუკო: პოლონეთის ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგია: აღმოჩენები, ჰიპოთეზები, ინტერპრეტაციები. ნიუ-იორკი: ტრიო, 2005. ISBN 83-7436-023-2 . (ინგლ.)
  • პშემისლავ ურბანჩიკ, პოლონეთის ძნელი დასაწყისი
  • ჟერარ ლაბუდა: მიეშკო I :. ნიუ-იორკი ეროვნული ინსტიტუტი, 2002. ISBN 83-0404-619-9. (ინგლ.)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]