სვეტლანა ოკლეის საქმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვეტლანა ოკლეი
დაბ. თარიღი 31 ოქტომბერი, 1969 (1969-10-31) (54 წლის)
მოქალაქეობა უკრაინის დროშა უკრაინა უკრაინა
დაპატიმრების თარიღი 31 ივლისი, 2012
წაყენებული ბრალდება 2 მკვლელობა, ბავშვებზე ძალადობა

სვეტლანა ვიქტორის[1] ასული ოკლეი (უკრ. Оклей Світлана Вікторівна, დ.31 ოქტომბერი, 1969, სოროკინო, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) — უკრაინელი დამნაშავე, რომელმაც ქმართან და უფროს ქალიშვილთან ერთად გაიტაცა სამი წლის ანასტასია კაბაკოვა, იმ მიზნით, რომ დაეფარა ორი შვილობილის მკვლელობა. ისტორიამ რეზონანსული გამოხმაურება მიიღო და მან ასევე აჩვენა, რეალურად როგორ მუშაობენ ბავშვთა საქმეებზე შესაბამისი ორგანოები.

ოკლეის ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკლეების ოჯახი ლუგანის ოლქის ქალაქ კრასნოდონიდან იყო და მთელი რაიონის სიამაყეს წარმოადგენდნენ. ოჯახის უფროსი სვეტლანა ოკლეი და მისი ქმრი ალექსანრი ზრდიდნენ შვიდ შვილს, ექვს გოგოსა და ერთ ვაჟს. ბავშვები რაიონული კონკურსების გამარჯვებულები იყვნენ.

სვეტლანა ოკლეი წერდა საბავშვო ზღაპრებს, რომელსაც შემდეგ აქვეყნებდა კიდეც; წერდა სიმღერებს და შექმნა საბავშვო საოჯახო ანსამბლი ოკლეი, რომელიც მონაწილეობას იღებდა კრასნოდარის მხარის ყველა ღონისძიებაში[2].

2003 წელს ადგილობრივმა მთავრობამ მრავალშვილიან ოჯახს კრასნოდარის ცენტრში ბინა აჩუქა. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, 2007 წელს სვეტლანას გმირი დედის სტატუსი მიენიჭა.

გატაცება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის აგვისტოს დასაწყისში პოლიციაში შევიდა ზარი, რომლითაც კრასნოდარის რაიონის სოფელ სემეიკინოში მცხოვრები ქალი იტყობინებოდა თავისი სამი წლის შვილის ანასტასია კაბაკოვას გატაცების შესახებ[3]. მისი უფროსი ვაჟი სეირნობდა დასთან ერთად, როცა მათ მიუახლოვდნენ უცნობი კაცი, ქალი და გოგონა; ანასტასია დაიჭირეს, მოტოციკლის კალათში ჩააგდეს და დაუდგენელი მიმართლებით წაიყვანეს. ბიჭის დახმარებით პოლიციელებმა შეადგინეს გამტაცებეთა ფოტორობოტები და მათ ამოცნობა მალევე მოხერხდა, ხოლო შეშინებულ გოგონას ოკლეების მიტოვებულ აგარაკზე მიაგნეს.

რამდენიმე წუთში ადგილზე მეპატრონეებიც გამოჩნდნენ და განაცხადეს, რომ ეს გოგონა მათი შვილი, ლიზა იყო. ანასტასიას ნამდვილი მშობლები მალევე მივიდნენ აგარაკზე და გაგვირვებულები იყვნენ. ოკლეებმა კი განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ ზამთარში მათი ნაშვილები ორი გოგონა ვიღაცამ მოიტაცა, მათ არ სურდათ ამის პოლიციაში გაცხადება და გადაწყვიტეს შურისძიების მიზნით სხვისი ბავშვი მოეტაცებინათ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ოკლეების ვაჟი ილია, რომელიც ნაცემი იყო და დალურჯებები და შრამები ეტყობოდა. ბავშვმა შესაძლებლობისთანავე პოლიციელს უთხრა, რომ წაეყვანათ აქედან, თორემ მოკლავდნენ. სვეტლანას ქმარი ცოტახანში სხვენზე იპოვეს, სადაც დამალვას ცდილობდა.

მომხდარში პირველები მამა და შვილი გამოტყდნენ. მათ ჩვენებაში განაცხადეს, რომ სამი წლის ანასტასიას გატაცების მიზეზი ერთ-ერთი მოკლული გოგონას ჩასანაცვლებლად სჭირდებოდათ. როგორც აღოჩნდა გმირმა დედამ ჯერ კიდევ 2011 წლის თებერვალში სიკვდილამდე სცემა ნაშვილები ლიზა, ხოლო ცხრა თვის შემდეგ კი მეორე გოგო, კატია.

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის თებერვლიდან სვეტლანა ოკლეი ააიძულებდა ნაშვილებ გოგოებს ემოქმედათ მისი ნების თანახმად და შეესრულებინათ მოთხოვნები, ხოლო შემდეგ დაიწყო მათი წამება, ცემა და ფიზიკური ტკივილების ბავშვებისთვის მიყენება. ამის შედეგად პირველი ლიზა გარდაიცვალა, ხოლო მისი გვამის მოშორება ქმარსა და უფროს შვილს უბრძანა. მათ გოგონას ცხედარი ჩანთაში ჩადეს და ქალაქგარეთ იმ სახლში წაიღეს სადაც ადრე ცხოვრობდნენ და ხუთი საათის განმავლობაში წვავდნენ[4].

სასამართლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 11 დეკემბერს მეუღლეებისა და უფროსი ქალიშვილის, იულიას წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო. დანაშაული აღიარეს მამა შვილმა, მათ დაადასტურეს, რომ სვეტლანა ოკლეი აწამებდა და საბოლოოდ მოკლა შვილობილები. ქალი ბრალეულობაში ეჭვი არავის ეპარებოდა, თუმცა თავად აცხადებდა, რომ ბავშვები გატაცებულნი არიან და მის წინააღმდეგ საქმე შეთხზულია.

ქალის სადიზმს ვერ გაუძლო მისმა ადვოკატმაც და განაცხადა, რომ ის ნამდვილი მოსტრია[5]. ოკლეისთვის ეს ფორმულირება საწყენი გახდა და მას მეორე ადვოკატი დაუნიშნეს. სხდომის დარბაზში სვეტლანა ცდილობდა ჟურნალისტები დაერწმუნებინა თავის სიმართლეში, აცხადებდა რომ მისი ქმარი და შვილი საყვარლები იყვნენ და ამიტომაც იძლეოდნენ მის საწინააღმდეგო ჩვენებას.

კრასნოდონის რაიონის სასამართლოს განაჩენის თანახმად სვეტლანა ოკლეის მიესაჯა თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა[6]; მის ქმარს, ალექსანდრე ოკლეისა და მის უფროს შვილს, იულიას, რომელიც მშობლებს მკვლელობის კვალის წაშლაში და ბავშვის გატაცებაში ეხმარებოდა — 4 წლით. გამომდინარე იქიდან, რომ იულია ორსულად იყო, მას სასჯელი სამი წლით გადაუვადეს.

2013 წლის მარტში ოკლეიმ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

აპელაციის განხილვა დაიწყო 8 ნოემბერს, ლუგანის სააპელაციო სასამართლოში, სადაც სვეტლანსა საქმესთან ერთად მისი ქმრის განაჩენიც განიხილებოდა. იმავე წლის 26 ნოემბერს არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. УКАЗ ПРЕЗИДЕНТА УКРАЇНИ № 846/2007 Про присвоєння почесного звання «Мати-героїня» (10 вересня 2007 року). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-28. ციტირების თარიღი: 2013-09-13.
  2. На праздновании Ивана Купала в Краснодоне выступил семейный ансамбль «Оклей». Краснодонские вести (7 июля 2012 года). ციტირების თარიღი: 2013-11-18.
  3. Разыскивается похищенная 3-летняя девочка. Краснодонские вести (31 июля 2012 года). ციტირების თარიღი: 2013-11-16.
  4. Убийства в многодетной семье: ребенка сжигали 4 часа. Обозреватель (2 августа 2012 года). ციტირების თარიღი: 2014-04-30.
  5. Суд над матерью-героиней в Луганске. Защитник об убийце: Она монстр. Факти (11 декабря 2012 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
  6. На Луганщине мать-героиня, убившая двоих детей, отсидит 15 лет. Главред (26 ноября 2013 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-02. ციტირების თარიღი: 2014-04-30.