სექს დრაივი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სექს დრაივი“
ჟანრი კომედია
რეჟისორი შონ ანდერსი
პროდიუსერი
  • ბობ ლევი
  • ლესლი მორგენშტაინი
  • ჯონ მორისი
  • მაიკლ ნელსონი
სცენარის ავტორი
  • შონ ანდერსი
  • ჯონ მორისი
ნაწარმოები „ბოლომდე“, ენდი ბერენსი
როლებში
კომპოზიტორი სტივენ ტრესკი
ოპერატორი ტიმ ორი
მონტაჟი ჯორჯ ფოლსი უმცრ.
დისტრიბუტორი Summit Entertainment
გამოსვლის თარიღი 17 ოქტომბერი, 2008
ხანგრძლივობა კინოთეატრის ვერსია
110 წთ.
ვრცელი ვერსია
130 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 19 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 18,755,936 აშშ დოლარი[1]

სექს დრაივი (ინგლ. Sex Drive) — 2008 წლის კომედიური ჟანრის ფილმი ახალგაზრდაზე, რომელიც მიემართება სხვა ქალაქში, ვინაიდან ინტერნეტით გაცნობილ გოგონასთან სექსუალური პაემანი აქვს დანიშნული. ფილმი ეფუძნება ენდი ბერენსის რომანს „ბოლომდე“ (All the Way).[2] რეჟისორია შონ ანდერსი. ფილმში მონაწილეობენ: ჯოშ ცუკერმანი, კლარკ დიუკი, ამანდა კრიუ, ჯეიმზ მერსდენი და სეთ გრინი. აშშ-ში სურათის პრემიერა გაიმართა 2008 წლის 17 ოქტომბერს, ხოლო ინგლისში — 2009 წლის 9 იანვარს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

იენ ლაფერტი (ცუკერმანი) არის 18 წლის ბიჭი, რომელსაც ჯერ არ ჰქონია სექსი. მას დასცინის უფროსი ძმა, მეგობარი ლენსი კი მისთვის შურის ობიექტია, ვინაიდან მან იცის, როგორ მიიზიდოს გოგონები. იენი შეყვარებულია სკოლის მეგობარ ფელიციაზე (კრიუ), თუმცა ამის შესახებ ვერ ეუბნება. ინტერნეტით იგი გაიცნობს ვინმე „მისს გემრიელს“, რომელსაც თავს წარუდგენს, როგორც კუნთებიან სპორტსმენს. მოულოდნელად გოგონა მას შესთავაზებს ნოკსვილში, ტენესის შტატში ჩასვლას. ვინაიდან იენი ჩიკაგოში ცხოვრობს, იგი იპარავს ძმის მანქანის გასაღებს და, მეგობარ ლენსთან ერთად, მიიპარება „მისს გემრიელთან“ პაემანზე, მაგრამ მათთან ასევე მგზავრობს ფელიცია. იენი იძულებულია, მოატყუოს იგი და უთხრას, რომ ბებიასთან მიემგზავრებიან.

მოგზაურობისას მათ სხვადასხვა ფათერაკი შეხვდება. ასეთია შეხვედრა ეჭვიან ქმართან, ავტოსტოპის მოყვარულთან, ამიშებთან (რომლებიც სპორტულ მანქანებში ერკვევიან და როკ-კონცერტები უყვართ). „მისს გემრიელი“ აღმოჩნდება თაღლითი, რომელიც იპარავს მანქანებს. ლენსი პოულობს თავის ბედნიერებას ამიშებს შორის, შეყვარებულის სახით. იენი საბოლოოდ გამოუტყდება სიყვარულში ფელიციას, ხოლო ჰომოფობი რექსი აღიარებს, რომ გეია.

როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფილმის სარეკლამო ტრეილერში ჟღერს სიმღერები Time to Pretend (MGMT), Fa-Fa-Fa (Datarock), Let’s Ride (Airbourne) და Bang Bang to the Rock n Roll Gabin.
  • ფილმში ასევე გადაღებულია ჯგუფი Fall Out Boy, რომელიც ამიშების დასახლებას ეწვევა.
  • ფილმში ჟღერს სიმღერა Life is Beautiful (Vega4).
  • Let's Get It Up (AC/DC) ჟღერს რამდენიმეჯერ,
  • Danger Zone (კენი ლოგინსი) ჟღერს იენის მანქანაზე რბოლისას.
  • ასევე გამოყენებულია სხვა შემსრულებელთა მუსიკა. ესენია: Donovan, Jem, Hot Hot Heat, Switches, Pornosonic и Nitty.

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსებმა ფილმს არაერთგვაროვანი შეფასებები მისცეს. Rotten Tomatoes-ის მიმომხილველთა 46%-ის მიხედვით, იგი დადებითად იქნა შეფასებული.[3]

გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის 24 თებერვალს ფილმი გამოვიდა ორმაგ DVD და Blu-Ray დისკებზე. მათში შეტანილი იყო როგორც მისი ჩვეულებრივი ვერსია (111 წთ.), ასევე 130 წუთიანი ვარიანტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Sex Drive (2008). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: August 22, 2009.
  2. Robinson, Tasha. (October 17, 2008) Q&A with Andy Behrens, the author behind 'Sex Drive'. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 22, 2009. ციტირების თარიღი: August 22, 2009.
  3. Sex Drive (2008). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: August 22, 2009.