სერ თომას ლიპტონის თასი — საფეხბურთო შეჯიბრი, რომელიც ჩატარდა ტურინში (იტალია) ორჯერ, 1909 და 1911 წლებში. შეჯიბრს ასევე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში.[1] თასი ატარებდა შოტლანდიელი ბარონეტის, სერ თომას ლიპტონის სახელს.
ტურნირზე თავიანთი გუნდები გაგზავნეს იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის ფედერაციებმა, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უარი თქვა კლუბის გაგზავნაზე. სამაგიეროდ, ლიპტონმა მიიწვია ინგლისის სამოყვარულო კლუბი – დასავლეთ ოკლენდის გუნდი. დასავლეთ ოკლენდის გუნდმა მოახერხა 1909 წლის ტურნირში გამარჯვება, ორი წლის შემდეგ კი – ტიტულის დაცვა. 1911 წელს, ფინალში მასპინძელი „იუვენტუსი“ დაამარცხა, ანგარიშით 6–1.
1994 წლის იანვარში თასი, რომელიც დასავლეთ ოკლენდის გუნდს გადაეცა, მოიპარეს, თუმცა დღემდე გუნდში ინახება თასის რეპროდუქცია.
- ნახევარფინალი
11 აპრილი, 1909
|
სპორტფრენდი შტუდგარტი  |
0-2 |
დასავლეთ ოკლენდის გუნდი |
|
|
|
ვითინგტონი 10, დიკინსონი 88 (პენ) |
11 აპრილი, 1909
|
ტორინო XI  |
1-2 |
ვინტერტური |
|
| ფ. ბერარდო 13 |
|
ლანგი 25, 55 (პენ) |
- მესამე ადგილისათვის
12 აპრილი, 1909
|
ტორინო XI  |
2-1 |
სპორტფრენდი შტუდგარტი |
|
| დე ბერნარდი35, ზუფი II 75 |
|
კიპი 15 |
- ფინალი
12 აპრილი, 1909
|
დასავლეთ ოკლენდის გუნდი  |
2-0 |
ვინტერტური |
|
| რ. ჯონსი 6 (პენ), ჯ. ჯონსი 8 |
|
|
- ნახევარფინალი
|
ციურიხი  |
0-2 |
დასავლეთ ოკლენდის გუნდი |
|
|
|
|
- მესამე ადგილისათვის
- ფინალი
17 აპრილი, 1911
|
იუვენტუსი  |
1-6 |
დასავლეთ ოკლენდის გუნდი |
|
|
|
|
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]