სეიდ იაჰია ბაკუვის მავზოლეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სეიდ იაჰია ბაკუვის მავზოლეუმი

რიჩარდ ტილეს ფოტოსურათი რომელზეც გამოსახულია ბაკუვის მავზოლეუმი მასზე მოშენებული „ძველი“ მეჩეთით.
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
თარიღდება XV საუკუნის მეორე ნახევარი

სეიდ იაჰია ბაკუვის მავზოლეუმი (აზერ. Seyid Yəhya Bakuvinin türbəsi) — ბაქოში XV საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული მავზოლეუმი. განლაგებულია შირვანშაჰთა საშუალო სასახლის კომპლექსის ცენტრში. ხალხში ცნობილია როგორც „დერვიშის“ მავზოლეუმი. მას უწოდებენ ასე იმის გამო, რომ აქ დაკრძალულია ფილოსოფოსი, მოაზროვნე და კარის ასტროლოგი სეიდ იაჰია ბაკუვი.[1]

მავზოლეუმი მომცრო ზომისაა. მას გააჩნია რვაკუთხა პრისმისებური ფორმის ქვის გუმბათი. ეს ფორმა არ არის დამახასიათებელი არც ბაქოსთვის და არც აბშერონისათვის. ასეთი ფორმები გვხდება ბაქოს გარეთ, ძირითადად შემახას რაიონში. მავზოლეუმი დაყოფილია ორ ნაწილად: მიწისზედა და მიწისქვეშაზე. მავზოლეუმის ზედა ნაწილი განკუთვნილია სარიტუალო პროცედურებისათვის, ქვედა ნაწილში კი არის განლაგებული აკლდამა. სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებში მას გააჩნია სამი შებექეს სტილის ფანჯარა-გისოსები. აკლდამაში ასევე არის ერთი ასეთივე ფანჯარა. მთლიანად მავზოლეუმი მოპირკეთებულია რიგი ქვებისგან. გუმბათზე შენარჩუნებულია მოპირკეთებული და მოხატული ორნამენტები. მავზოლეუმის სამშენებლო ხსნარში შერეული იყო შალის ძაფები, რამაც განაპირობა მისი მდგრადობა. ბათქაშში არის ამონაღებები (3 მილიმეტრის სისქის) , რომელნიც შემდგომ ამოვსებულნი არიან ფერადი მასით. მავზოლეუმი მიშენებული იყო ძველ მეჩეთზე, რომელსაც ქეი-კუდაბა ეწოდებოდა. ზუსტად ამ მეჩეთში, მუშაობდა, ლოცულობდა და ასწავლიდა სეიდ იაჰია ბაკუვი.[2] ეს მეჩეთი აშენებული იქნა შირვანშაჰ ქეი - კუდაბას მმართველობის დროს XIV საუკუნეში და ამიტომაც ეწოდა მისი სახელი. 1918 წელს მეჩეთი დაიწვა. დღედღეობით შენარჩუნდა მხოლოდ საძირკველი. სეიდ იაჰია ბაკუვის მავზოლეუმი მიეკუთვნება ჩრდილო აზერბაიჯანის მემორიალური მშენებლობების საუკეთესო ნიმუშებს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის სეიდ იაჰია ბაკუვის, ცნობილი აზერბაიჯანელი სწავლულის, სარკოფაგი. იგი იყო შირვანშაჰ ხალილ-ულა I-ის სამეფო კარის მეცნიერი.[3] მავზოლეუმი ორ ნაწილად იყოფა: ზედა და მიწისქვეშა პუნქტებად. მავზოლეუმის ზედა ნაწილი რელიგიური რიტუალებისთვის გამოიყენებოდა, ხოლო სწავლულის სამარხი მდებარეობდა მავზოლეუმის ქვედა ნაწილში.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მავზოლეუმი იყო ქვით ნაგები, ჰქონდა რვაკუთხედის ფორმა და გადახურული იყო რვაკუთხა გუმბათით. მსგავსი სტილი აფშერონის ნახევარკუნძულისა და ბაქოსთვის საკმაოდ უჩვეულო იყო. ამ ტიპის არქიტექტურულ ნიმუშებს წავაწყდებით ბაქოს გარე მიდემოებში — ძირითადად შემახის მახლობლად.

რესტავრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის ივნისიდან ამავე წლის ოქტომბრამდე იუნესკოს ჩარევით მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები. შიდა და გარე საფარი ქვით დაიფარა, დამონტაჟდა ახალი, ხის კარი, აღადგინეს ორნამენტებიც. საფლავის ქვედა სართულზე, სადაც ბაკუვის სამარხი იყო განთავსებული, სარკოფაგი მოპირკეთდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

http://www.window2baku.com/

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ИНФОРМАЦИЯ ОБ ИСТОРИЧЕСКИХ ПАМЯТНИКАХ КУЛЬТУРЫ ГОРОДА БАКУ“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-08.
  2. „Баку - столица Азербайджана“.
  3. თარგი:Книга დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-19. ციტირების თარიღი: 2022-10-13.