სედეროსენის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სედეროსენის ეროვნული პარკი


IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Kopparhatten.jpg
მდებარეობა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 56°01′ ჩ. გ. 13°13′ ა. გ. / 56.017° ჩ. გ. 13.217° ა. გ. / 56.017; 13.217
ფართობი 16,25 კმ²[1]
დაარსდა 2001 წ [1]
მმართველი ორგანო შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო

სედეროსენი (შვედ. Söderåsen) — მთაგრეხილი სამხრეთ შვედეთში, სკონეს პროვინციაში. უმაღლესი მწვერვალი 212 მეტრია. გადაკვეთილია რამდენიმე მდინარის ხეობით.

სედეროსენის ეროვნული პარკი 2001 წელს შეიქმნა და 16 კმ²-ს მოიცავს. მდებარეობს კლიპანისა და სვალევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მთაგრეხილის ამ ნაწილის ლანდშაფტი განსაკუთრებით დრამატულია, გამოირჩევა 90 მ სიღრმის ღარტაფებით. უმაღლესი მწვერვალიდან განსაცვიფრებელი ხედი იშლება. პარკი ფართოფოთლოვან, ძირითადად წიფლის ტყეებს მოიცავს. უსწორმასწორო ლანდშაფტის წყალობით, დაცულია პირველყოფილი ტყეების ბევრი ნიშანი, მაგალითად მიტოვებული მკვდარი ხეები. შედეგად, მდიდარია მწერების სამყარო, განსაკუთრებით ბევრია ხოჭოები. ასევე უკიდურესად მდიდარია ფლორა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Söderåsen National Park. Naturvårdsverket. წაკითხვის თარიღი: 2009-02-26.
Kopparhatten panaramic.jpg