ფულუფიელეტის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფულუფიელეტის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 61°35′ ჩ. გ. 12°40′ ა. გ. / 61.583° ჩ. გ. 12.667° ა. გ. / 61.583; 12.667
ფართობი 385 კმ²[1]
დაარსდა 2002 წ [1]
მმართველი ორგანო შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო
ფულუფიელეტის ეროვნული პარკის მდებარეობა აღნიშნულია რიცხვით 13

ფულუფიელეტი (შვედ. Fulufjället) — ეროვნული პარკი შვედეთში, მოიცავს 385 კმ² ტერიტორიას. მთლიანად მდებარეობს ელვდალენის მუნიციპალიტეტში, დალარნის პროვინციაში. სახელი ეწოდა 1 044 მ სიმაღლის ფულუფიელეტის მთისგან.

იგი შვედეთის ერთ-ერთი უახლესი ეროვნული პარკია, რომელიც 2002 წელს მეფე კარლ XVI-მ გახსნა რამდენიმე ათასი დამსწრის წინაშე.

ამის შემდეგ ფულუფიელეტი PAN პარკი გახდა, ესაა საერთაშორისო პროექტი, რომლის მიზანია ტერიტორიის დაცვა ტურიზმთან კომბინაციაში.

გეოგრაფიულად, ჭარბობს ლიქენები, შიშველი მთები და ხეობები ხშირი, უძველესი ტყეებით. წარმოდგენილი ბუჩქნარიანი ველები, ბალახი და ლიქენები უნიკალურია სკანდინავიის მთათა სისტემაში, რის გამოც აქ გავრცელებული არაა ჩრდილოეთის ირემი.

გავრცელებულია ფრინველის რამდენიმე სახეობა. პარკის სიმბოლოა ციმბირული ჩხიკვი. მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს შორისაა შვედეთის უდიდესი ჩანჩქერი ნიუპესკერი (93 მ). ასევე, აქ იზრდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ნაძვი „ძველი ტიეიკო“, რომლის ასაკიც 9 550 წელია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Fulufjället National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-04. ციტირების თარიღი: 2009-02-26.