საქაროზა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sucrose.gif

საქაროზა ჭარხლის ან ლერწმის შაქარი — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დისაქარიდი. უფერული, წყალში კარგად ხსნადი კრისტალებია. შეიცავს ყველა მწვანე მცენარე. tდნ — 185—186°C. მჟავას ან ფერმენტ საქაროზას მოქმედებით იშლება გლუკოზად და ფრუქტოზად. საქაროზა ადვილად შესათვისებელი და უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო ნახშირწყალია მცენარეებში; ფოტოსინთეზის პროცესში წარმოქმნილი ნახშირწყლები ფოთლებიდან თესლში, ფესვებში, ტუბერებსა და ძირხვენებში გადადის საქაროზას სახით, სადაც ადვილად იქცევა სახამებლად და ინულინად.

შაქრის ლერწმისაგან საქაროზას მიღების წესებს იცნობდნენ ინდოეთში, ჩინეთში, ეგვიპტეში. ამჟამად ზოგიერთ ქვეყანაში საქაროზას შაქრის ჭარხლისაგან იღებენ. მას ფართოდ იყენებენ კვებისა და მიკრობიოლოგიურ მრეწველობაში. საქაროზას დუღილის შედეგად მიიღება ეთილის სპირტი, აცეტონი, ძმარმჟავა, რძემჟავა და სხვა. საქაროზას შაქარს უწოდებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]