საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია
შეიქმნა 2018; 6 წლის წინ (2018)
მიზანი ქართული გასტრონომიის განვითარება
მდებარეობა თბილისი, საქართველო
ენა ქართული
პრეზიდენტი დალი ცატავა[1]
georgiangastronomy.ge

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია (ინგლ. Gastronomic Association of Georgia, აბრევიატურა GAG) — არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია დაარსდა 2018 წლის 24 ნოემბერს, გასტრონომიული კულტურის მკვლევარის, დალი ცატავას, რესტორატორ ლევან ქოქიაშვილისა და ალერგიული ცენტრის დირექტორ ნანა დოლიძის მიერ. ასოციაციის მიზანია ქართული გასტრონომიული კულტურის აღორძინება და პოპულარიზაცია.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა და The World's 50 Best Restaurants-ის თანამშრომლობის ფარგლებში 2020 წლის 28 მარტიდან 14 მაისამდე საქართველოში უნდა განხორციელდეს პროექტი „50 Explores Georgia“,[2] რომლის მიზანია ქვეყნის გასტრონომიული კულინარიის მრავალფეროვნებისა და ხარისხის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დალი ცატავა. „ტურიზმის ორგანიზაცია“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-24. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2020.
  2. სალომე ჭკუასელი. (26 დეკემბერი, 2019) საქართველოში პროექტი 50 Explores Georgia განხორციელდება. entrepreneur.com. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2020.